Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ბაქალავის სუროგატი / baqlavis surogati
2017-10-08, 8:35 PM
www.auf.ge -

ერთმა მადლიანმა მოხუცმა ქალმა გურიაში ჩვენს ხილდურ ბოკს ერთი შესანიშნავი რეცეპტი ასწავლა და ასე უთხრა: „40 ფენის წელვით თავს რას იკლავ, შვილო. ასე გააკეთე და მაინც ვერავინ ვერაფერს შენიშნავსო“. და მართალიც აღმოჩნდა - ფენოვანი ცომისაგან 15 წუთში დასამზადებელი ბაქალავა ორიგინალს არაფრით ჩამოუვარდება.
ინგრედიენტები ცომისთვის: 1,5 ჭ თბილი წყალი, 2 კვერცხი, მარილი, ფქვილი - რამდენსაც შეიზელს, ერთნახევარი პაჩკა მარგარინი
გულსარითისთვის: 1,5 ჭ დაფქული ნიგოზი, 1 ჭ შაქარი
სიროპისთვის: 2 ჭ შაქარი, 1 წ წყალი
თბილ წყალში ჩავათქვიფოთ კვერცხი, დავუმატოთ მარილი და მოვზილოთ საშუალო სიმაგრის ცომი. ცომი გავყოთ სამ ნაწილად. დარბილებული მარგარინიც სამ ნაწილად გავყოთ. ცომის თითეული ნაწილი გავაბრთყელოთ და წავუსვანთ მარგარინის თითო ნაწილი, დავკეცოთ და შევდგათ მაცივარში 1 საათით.
გამოვიღოთ მაცივრიდან ცომი, გავაბრტყელოთ. პირველ ფენას მოვაყაროთ ნიგვზისა და შაქრის ნარევის ნახევარი. ზემოდან დავაფინოთ მეორე ფენა, ისევ მოვაყაროთ დარჩენილი გულსართი. ზემოდან გადავაფაროთ მესამე ფენა. გვერდები კარგად ჩავუკეცოთ და დავჭრათ პატარა რომბებად. შევდგათ წინასწარ გახურებულ ღუმელში მაღალ ცეცხლზე. ჯერ კიდევ ცხელს მოვასხათ შაქრისა და წყლისაგან მოდუღებული სიროპი.

ორივე ბაქლავის შემთხვევაში მორჩენილი ცომისგან „ბურმეს“ დამზადება შეგიძლიათ. ამისთვის ცომი გააბრტყელეთ, მოაყარეთ ნიგვზისა და შაქრის ნარევი და ფრთხილად დაახვიეთ (რულეტივით) 0,5 სმ დიამეტრის მქონე გრძელ ჯოხზე. რომ დაახვევთ, ცომი ორივე მხრიდან შუისაკენ შეჭმუჭნეთ. მერე ჯოხი გამოაძვრეთ და დაჭერით დაახლოებით 5-6 სმ-ს ჩხირებად. გამომცხვარს, რასაკვირველია მოასხით სიროპი.

ვისაც მაინც და მაინც თურქული ფახლავა გინდათ, ნიგვზის ნაცვლად ბუსტუღი (ფისტაშკა) იხმარეთ. პროპორციები იგივეა.
გემრიელად მიირთვით!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

P. S. გული მიგრძნობს, ფახლავის გაკეთება რომ მეხერხება ამის აღიარებას ჩვენს კლუბში არავინ შემარჩენს და ამ ფაქტს „დაუსჯელად“ არ დატოვებენ! ეჰ...


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: მზარეული, რეცეპტი, კულინარია, mzareuli, რეცეპტები, recepti, kulinaria, receptebi, როგორ მოვამზადო, rogor movamzado ნანახია: 1464 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]