Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

თხის ყველით დატენილი ბატკნის ბარკალი პიტნის ვინეგრეტით / tkhis kvelit datenili batknis barkali pitnis vinegretit
2017-10-08, 8:32 PM
www.auf.ge -

ოთხი ულუფისთვის: 2,5 -2,7 კილოგრამიანი ბატკნის ბარკალი, ძვალგამოცლილი და შუაზე საშაურმე პურივით გადახსნილი, 1 ჩ/კ მარილი, 1 ჩ/კ ახალდაფქული პილპილი, ზეითუნის ზეთი მოსაწუწად, პიტნის დიდი კონა, თხის მაგარი ყველი (კარგად რომ გაიხეხოს, ნახევრად გაყინული), 6 კბილი ნიორი წვრილად დაჭრილი, როზმარინის რამდენიმე ტოტი
ლიმონისა და პიტნის ვინეგრეტისათვის: 6 ს/კ ზეითუნის ზეთი, 1 კონა პიტნა, 1 ლიმონის წვენი და ცედრა, მარილი და პილპილი

გავახუროთ ღუმელი 220°C-მდე და საცხობი ტაფაც შევდგათ გასახურებლად. ძვალგაცლილი და გადახსნილი ბარკალი დაფაზე გავშალოთ. მოვაყაროთ მარილი და პილპილი. მოვაწუწოთ ზეითუნის ზეთი და კარგად დავზილოთ. პიტნას დავაპუტოთ ფოთლები და ბატკნის ხორცის მთელ ზედაპირზე დავალაგოთ. თხის ყველი (ან ნებისმიერი მძაფრარომატიანი ყველი) საყინულედან გამოვიღოთ და ხორცს ზემოდან დავახეხოთ. მოვაყაროთ ნიორი. ხორცი რულეტივით დავახვიოთ და კულინარიული ბაწრით მჭიდროდ შევკრათ 3-4 სანტიმეტრიანი ინტერვალებით (შეწვისას რომ არ გაიშალოს). დახვეულ ხორცს გარედანაც მოვაყაროთ მარილი და პილპილი და მოვაწუწოთ ზეთი. ირგვლივ როზმარინის ტოტები შემოვაკრათ, დავდოთ საცხობ ტაფაზე (ძირზე სასურველია როზმარინის ტოტები დავუფინოთ) და ღუმელში შევდგათ დაახლოებით 20 წუთით. მერე ცეცხლი 190°C-მდე დავუწიოთ გავაგრძელოთ შეწვა ყოველ 450 გრამზე დამატებითი 20 წუთით, ანუ 2,5 კგ-იან ნაჭერს საათი და 20 წუთი დასჭირდება. ყოველ 15 წუთში მოვასხათ ფირფიტაზე დაგროვებული ზეთი და წვენი. გამოვიღოთ ღუმელიდან და 15 წუთი დავასვენოთ.
მანამდე პატარა თასში ჩავასხათ ზეთი, ლიმონის წვენი, ცედრა, დაჭრილი პიტნა, მარილი და პილპილი და გავთქვიფოთ სოუსი ვინეგრეტი.
ცხვრის ხორცს შემოვაჭრათ ბაწარი დავჭრათ თხელ ნაჭრებად, მოვაწუწოთ პიტნის ვინეგრეტი და გემრიელად მივირთვათ.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: მზარეული, რეცეპტი, კულინარია, mzareuli, რეცეპტები, recepti, kulinaria, receptebi, როგორ მოვამზადო, rogor movamzado ნანახია: 714 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]