Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ბატკნის ზურგიელი / Saddle of Lamb
2017-10-08, 8:30 PM
www.auf.ge -

ბატკნის ამ ნაჭერს სუპერმარკეტში ვერ ნახავთ, მისთვის ყასაბს უნდა მიაკითხოთ. ყასაბს სთხოვეთ, ზურგიელი ისე დაგიჭრათ, რომ ჭრილში T-bone-ს ფორმის გამოვიდე, ქონის ფენით ზემოდან და გაჩეხილი ხერხემლის ძვლით. ხორცის ნაჭერი ტაფაზე გაშლილად, ბრტყლად რომ იდოს. შედეგად აბსოლუტურად სიმეტრიულ ხორცი ნაჭერს ვიღებთ, რომელსაც ზევიდან ქონის ფენა იცავს, ქვევიდან კი ძვალი.

ინგრედიენტები: 1 ბატკნის ზურგიელი
დრო თუ გაქვთ, ხორცი ერთი ღამით შემდეგნაირ მარინადში ჩადეთ:
ზეითუნის ზეთი, როზმარინისა და ქონდარას რამდენიმე ტოტი, 3 კბილი ნიორი
ბატკნის ზურგიელი დიდი ზომის ტაფაზე დავდოთ და დავასხათ ბლომად ზეითუნის ზეთი. ისე, რომ ზეთის ზედაპირსა და ზემოდან დადებულ ხორცს შორის ჰაერი ფენა არ იყო. ზეთი სითბოს ჰაერზე ბევრად უკეთესად ატარებს.
ძალიან დაბალ ცეცხლზე ვბრაწოთ ზურგიელი და თან ყოველ 2-4 წუთში ვატრიალოთ, საერთო მასის ერთი მერვედით. ამ პროცედურით ტემპერატურა რეგულირდება და ხორცს მეტიმეტი გადახურებისგან იცავს.
ასე ატრიალეთ, სანამ ხორცის შიდა ტემპერატურა 56°C-მდე არ მივა (ხორცის თერმომეტრით გაზომეთ). ამისთვის დაახლოებით 1,5 საათი იქნება საჭირო. ხორცი მზადაა - მიირთვით.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: მზარეული, რეცეპტი, კულინარია, mzareuli, რეცეპტები, recepti, kulinaria, receptebi, როგორ მოვამზადო, rogor movamzado ნანახია: 773 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]