Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ბატკანის მოთუშული ბეჭი / Braised Shoulder of Lamb
2017-10-08, 8:28 PM
www.auf.ge -

კიდევ ერთი „ოჯახური“ კერძი, თუმცა ამჯერად ადვილად მოსამზადებელიც.
1 ბატკნის ბეჭი 1,5-2 კგ-იანი, ზეითუნის ზეთი, მარილი, პილპილი, 2 ხახვი დაჭრილი კუბიკებად, 1 კონა როზმარინი, 1 კონა ქონდარა, 1 თავი ნიორიჰორიზონტალურად შუაზე გაჭრილი, 300 მლ თეთრი ღვინო

ღუმელი 65°C-მდე გაახურეთ. ხორცი დაამარილეთ და მოაყარეთ პილპილი, საგულდაგულოდ შეაზილეთ ზეითუნის ზეთი. დადეთ საცხობ ფირფიტაზე ხახვთან და სურნელოვან მწვანილებთან ერთად. ორივე მხრიდან კარგად დაბრაწეთ. ხორცი რომ შეოქოროსფერდება და ხახვი გამჭვირვალე გახდება, დაუმატეთ ნიორი და ისიც დაბრაწეთ მსუბუქად (ნიორი თუ დაგეწვათ მწარე გემო ექნებათ). საჭიროების შემთხვევაში ზეითუნის ზეთიც დაუმატეთ.
დაასხით თეთრი ღვინო, მაგრამ ცეცხლიდან ნუ გადმოდგამთ. ხის კოვზით ფრთხილად აფხიკეთ საცხობი ფორმი ფკერზე მიმწვარი ხახვის რგოლები. ღვინო წამოადუღეთ. ხორცს ალუმინის ფოლგის ნაჭერი გადააფარეთ და ღუმელში შედგით 45 წუთის შემდეგ ფოლგა გადახადეთ და ცოტა წყალი დაუმატეთ საჭიროების შემთხვევაში. ტაფის ფსკერზე სითხე 1 სმ-ის სიმაღლეზე უნდა იდგეს.
კიდევ ხუთი საათი თუშეთ, დროდადრო წყალი ჩაუმატეთ და ტაფაზე დაგროვებული წვენით მოწუწეთ ხოლმე. 5 საათის შემდეგ ხორცი უჩვეულოდ განაზდება. ახლა ისღა დარჩა, რომ ხორცის შენაწვავ ტაფაზე 300 მლ წყალი დაასხათ და დაბალ ცეცხლზე ტაფაზე დარჩენილი წვენი შეასქელოთ. როგორც კი შესქელებას დაიწყებს, ხშირ საცერზე გადაწურეთ და პატარა ქვაბით კიდევ ერთხანს ადუღეთ - სანამ საურველი სისქის არ გახდება. ხორცი სქელ ნაჭრებად დაჭერით და სოუსთან ერთად მიირთვით.“
(„მოლეკულური გატრონომია“ ჰესტონ ბლუმენთალი)


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: მზარეული, რეცეპტი, კულინარია, mzareuli, რეცეპტები, recepti, kulinaria, receptebi, როგორ მოვამზადო, rogor movamzado ნანახია: 733 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]