მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
ჩრდილოეთ აფრიკული ნაცხვარი - ბასტია მტრედით / chrdiloet afrikuli namckhvari - bastia mtredit
2017-10-08, 8:24 PM |
(ედრიენ რიჩარდსონის რეცეპტებიდან)
8 პორცია
1 გარეული მტრედი გასუფთავებული, გამოშიგნული და გარეცხილი, 1 კბილი ნიორი, 1 ღერო ნიახური 4 ნაწილად გაჭრილი, 1 სტაფილო გათლილი და 4 ნაწილად გაჭრილი, ½ ხახვი შუაზე გაჭრილი, 1 დაფნის ფოთოლი, 1 ს/კ ზაფრანა (ჩვენებური არა, ნამდვილი), 1 ს/კ კურკუმის ფხვნილი, 1 ნაჭერი ჯანჯაფილის (იმბირი) ფესვი გახეხილი, 1 ს/კ ოხრახუშის ფოთლები წვრილად დაჭრილი, 3 ტოტი ქონდარა, ¼ ლიმონის ცედრა, 2 კვერცხი ათქვეფილი, მარილი და პილპილი, 1ჭ ნუში წვრილად დაჭრილი, 1ჭ ფსტის კაკალი წვრილად დაჭრილი, 1ჭ ნუშის ფანტელი, 1 ჭ ქიშმიში, 1 ს/კ ძირა მოხაული, 1 ს/კ ხმელი ქინძის მარცვლები მოხალული, 2ჭ თაფლი, 100 გრ კარაქი გამდნარი
ზევიდან მოსაყრელად: დარიჩინი და შაქრი პუდრა
ქვაბში მოვათავოთ მტრედი, ნიორი, ნიახური, სტაფლო, ხახვი, მარილი, პილპილი და დაფნის ფოთოლი. დავასხათ წყალი, შემოვდგათ ცეცხლზე და წამოვადუღოთ. ცეცხლი დავუწიოთ მინიმუმამდე და პერიოდულად მოვხადოთ ქაფი. დავუმატოთ ზაფრანის ნაწილი, კურკუმა, ქონდარას 1 ტოტი და ჯანჯაფილი. დაბალ ცეცხლზე ვხარშოთ კიდევ 40-45 წუთი, სანამ მტრედის ხორცი არ დარბილდება. მტრედი გადავიტანოთ თეფშზე, მისი ნახარში ბულიონი კი გადავწუროთ. ნახარშის ნახევარი ჩავასხათ რკინისახელურიან ქვაბში, შევდგათ გახურებულ ღუმელში და დავტოვოთ, სანამ სითხის ნახევარი არ ამოორთქლდება- სოუსად გამოგვადგება. მტრედი რომ გაცივდება, ხორცს ძვლები და კანი გავაცალოთ და დავჭრათ 1 სმ-იან კუბიკებად. ხორცს დავუმატოთ დაჭრილი ოხრახუში დარჩენილი ქონდარას ფოთლები და ლიმონის ცედრა, მარილი და პილპილი საჭიროები შემთხვევაში. გადავურიოთ კვერცხიც. შემოვდგათ ცეცხლზე და დაბალ ცეცხლზე და ვურიოთ, სანამ კვერცხი არ შესქელდება, მაგრამ ბოლომდე ნუ შევწვავთ. გადმოვდგათ ცეცხლიდან, გადავიტანოთ თეფშზე და შევდგათ მაცივარში გასაცივებლად. ნუში, ფსტის კაკალი და ნუშის ფანტელები ჯამში ჩავყაროთ და ერთმანეთში გადავურიოთ. ცალკე ჯამში გადავურიოთ ერთმანეთში ცოტაოდენი ზაფრანა, მოხალული ძირა და ქინძი. გავხსნათ მზა ფილოს ცომის პაკეტი, ავიღოთ 2 ფენა და დავაფინოთ საცხობ ფირფიტაზე. ფუნჯით გადავუსვათ გამდნარი კარაქი, დავყაროთ ქათმის ხორცის ფენა, მოვაყაროთ ქინძის და ძირას ნარევი, ქიშმიში და ნუში და ფსტის კაკალი. გადავაფაროთ კიდევ 2 ფენა ფილოს ცომი, გადავუსვათ გამდნარი კარაქი, დავყაროთ ქათმის ხორცი, ქიშმიში, სანელებლები და კაკალი, ამ ფენას თაფლიც მოვაწუწოთ. ცომი შემოვკეცოთ ისე, რომ ჩვენი პეროგის მომავალი ფორმა გამოიკვეთოს, მერე ზევიდან ფილოს ცომის ორი ფენა გადავაფაროთ, კარაქი გადავუსვათ, ქათმის ხორცი და დანარჩენი ინგრედიენტები მოვაყაროთ და ასე გავაგრძელოთ სანამ „გულსართი“ არ გამოგველევა (3-4 ფენა საკმარიასია). მერე კიდევ 2 ფენა ფილოს ცომი გადავაფაროთ და ირგვლივ კარგად შემოვკეცოთ. წავუსვათ კარაქი და კიდევ ერთი ფენა ცომი დავამატოთ უფრო სქელი ქერქის მისაღებად. გამოვაცხოთ 200°C-მდე გახურებულ ღუმელში 12 წუთის განმავლობაში, სანამ ცომი ოქროსფრად არ დაიბრაწება. გამოვიღოთ, ცხელსვე მოვაყაროთ ბლომად შაქრის პუდრა და ნაკლები დარიჩინი და მოვრთოთ ოხრახუშის ფოთლებითა და ნუშის ფანტელით, მერე კი ცხლადვე მივირთვათ!
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |