მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
Black Foret Affogato / აფოგატო (რეცეპტი ჯეიმი ოლივერისგან)
2017-10-08, 8:15 PM |
იტალიელებს რომ გემრიელი ყავა და მით უმეტეს, დესერტი არ ესწავლებათ, ამაში ეჭვი არავის ეპარება. ამიტომ რაღა გასაკვირია, რომ ყავის დესერტი (თანაც ნაყინით) მართლაც მშვენეიერი აქვთ. აფოგატო განსაკუთრებულად სასიამოვნო ზაფხულშია, როცა ცხელა და გამაგრილებელი ნაყინის, მატონიზირებელი ყავის და პირის ჩასატკბარუნებელი შოკოლადის ან პეჩენიის ერთად მიღებას არაფერი სჯობს. თანაც მისი მომზადება პრაქტიკულად, წინა დღეს დაქალებთან ერთად ყავის სმის ნარჩენებიდანაც შეიძლება სულ რაღაც რამდენიმე წუთში, განსაკუთრებული ძალისხმევისა და კულინარიული ნიჭის გარეშეც.
Black Foret Affogato ანუ შვარცვალდური (შავი ტყის) აფოგატო ჯეიმი ოლივერის რეცეპტებიდან
(4-6 პორცია)
1 ს/კ ხსნადი ყავა, 3 ჩ/კ ლერწმის შაქარი, 4-6 ცალი შაქარლამის ტიპის ფხვიერი პეჩენია, 1 ქილა (425 გრამიანი) ალუბალი სიროპში, 1 ფილა საუკეთესო ხარისხის შავი შოკოლადი, 1 ყუთი (500 მლ) საუკეთესო ხარიხის ვანილის ნაყინი
ყავისა და შაქრისაგან გავაკეთოთ ერთი (250 მლ-იანი) ჭიქა ყავა. დავფშვნათ პეჩენიები და გავანაწილოთ 4 ან 6 ფინჯანში. გავხსნათ ალუბლის კონსერვი, გადავწუროთ და ალუბლებიც გავანაწილოთ ფინჯნებში. ოკოლადი ნაწილი დავტეხოთ და ისიც ფინჯნებში გავანაწილოთ. ჭიქებში მოვათავსოთ ნაყინის თითო რგოლი (აურველია ნაყინი საყინულედან 30-40 წუთით ადრე გამოვიღოთ, რომ დარბილდეს). ფინჯნები შევავსოთ ყავით და ზევიდან დავახეხოთ მორჩენილი შოკოლადი.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |