Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

აურზაური იტონურად / aurzauri itonurad - eton mess
2017-10-08, 8:11 PM
www.auf.ge -

მთელი მსოფლიო ინგლისურ სამზარეულოს დასცინის და მის ძაგებაშია. როგორ ვაღიარო და ნაწილობრივ მეც ვეთანხმები. ჰერკულესის ფაფის ხარშვაში ყოველწლიურ კონკურსს რომ აწყობს იმ ხალხს, აბა რა უნდა მოსთხოვო? ისიც პარადოქსია, რომ მსოფლიოს საუკეთესო მზარეულები რატომღაც სწორედ ინგლისელები არიან. ეტყობა, „ჯერ მწარე ჭამე კვლავ ტკბილიო“ სწორედ მაგათზეა ნათქვამი - უგემურ საჭმელზე გაზრდილები კარგის მუღამს სხვებზე უკეთესად გებულობენ! მაგრამ რაც მართალია, მართალია, ერთი უგემრიელესი დესერტი ნამდვილად აქვთ - აურზაური იტონურად.
მოკლედ, მოსამზადებლად დაგჭირდებათ: მარწყვი, ნახევარი ლიმონის წვენი, ცხიმიანი ნაღები, გამომცხვარი ბეზე და შაქარი მარწყვის სიროპის მოსამზადებლად. ინგრედიენტების ოდენობას და პროპორციებს მნიშვნელობა არ აქვს, ყველაფერი თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული!
მარწყვის ნაწილი გაჭერით შუაზე და მოაყარეთ შაქარი, მოსახით ლიმონის წვენი და შემოდგით ცეცხლზე 5-7 წუთით შაქრის გადნობამდე და ცოტა შესქელებამდე. გადმოდგით, ათქვიფეთ პიურედ აქციეთ და გააგრილეთ. ცხიმიანი ნაღები ათქვიფეთ. ნაღებში ჩაყარეთ ბეზეს ნატეხები, შუაზე გაჭრილი მარწყვები და ფრთხილად მოურიეთ. მიღებული მასა თეფშზე ან ფართო მათლაფაზე დაახვავეთ და ზემოდან მაწყვის პიურე მოასხით (ნაღების შეცვლა ნაკლებადმჟავე სქელი არაჟნითაც შეგიძლიათ).
გემრიელად მიირთვით!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: მზარეული, რეცეპტი, კულინარია, mzareuli, რეცეპტები, recepti, kulinaria, receptebi, როგორ მოვამზადო, rogor movamzado ნანახია: 704 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]