Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ამოლესილი ლობიოს „დანავაროტკებული“ ვერსია
2017-10-08, 8:04 PM
www.auf.ge -

როგორც უკვე გითხარით, ლობიო არ მიყვარს. მაგრამ ჩემდა სამწუხაროდ, ჩემი ოჯახის წევრებზე იგივეს ვერ ვიტყვი, ჰოდა, მომიწია ტრადიციული ქართული ამოლესილი ლობიოს რეცეპტზე მემუშავა და მისი საავტორო ვერსია შემექმნა.
ლობიოს მომზადებას თუ ვაპირებ, წინა დღით ვხარშავ, ან წინა საღამოს მდუღარე წყალს ვასხამ და მთელი ღამე დასალბობად ვტოვებ. ხარშვის პროცესში წყალს 5-6 ჯერ მაინც ვუცვლი. მოკლედ, კილო ლობიოზე დაახლოებით 4 საშუალო ზომის ხახვი, 250 გრ ბეკონი, 2 ც მწვანე წიწაკა, 1 ს/კ ვორჩესტერის სოუსი კიბორჩხალებისთვის, საშუალო კონა ქინძი, 3 ს/კ ზეთი, 50 გრ კარაქი, მარილი და ახალდაფქული პილპილი დაგჭირდებათ.

ბეკონი ლობიოსთვის
ტაფაზე ზეთსა და კარაქში მოხრაკეთ წვრილად დაჭრილი ხახვი. ხახვი გამჭვირვალე რომ გახდება დაუმატეთ კუბიკებად დაჭრილი ბეკონი, პილპილი, ვორჩესტერის სოუსი და მწვანე წიწაკა. 3-4 წუთი კიდევ ხრაკეთ და გადადგით ცეცხლიდან. ახლა თავად ლობიო: კერძის სტრუქტურას რაც შეხება, აქ ორი ვარიანტის არჩევა შეიძლება. მე მოხარშულ ლობიოს ვაბლენდერებ - მომწონს მას პრიალა და ნაზი პიურეს კონსისტენცია როცა აქვს და ჭამისას საღეჭად მხოლოდ ბეკონის კუბიკები რომ მხვდება პირში (რომლებიც ენაზე დნება). ვისაც უფრო არაერთგავროვანი მასა მოგწოთ, ლობიოს 1/3 ჯამზე გადმოიღეთ, დანარჩენი დააბლენდერეთ ან დასრისეთ და გადანახული მთელ-მთელი ლობიოები ისევ უკან გადაურიეთ. ასე ლობიოს პიურეც იქნება და მარცვლებიც. კიდევ ერთი რჩევა, დაბლენდრებისას ლობიოს ზედმეტად სქლედება ხოლმე, ამიტომ მის ნახარშ წყალს ნუ გადაასხამთ, ერთი ჭიქა მაინც შეინახეთ და ძალიან თუ გაგისქელდათ, თქვენი გემოვნების მიხედვით ჩაამატეთ ნახარში და გაათხელეთ (ანადუღარი წყალიც გამოდგება იგივე მიზნისთვის). მოკლედ, ლობიო რომ მოიხარშება, ცხლადვე დააბლენდერეთ და მერე გადაურიეთ ცხელი ხახვისა და ბეკონის მასა. მოაყარეთ მარილი დაპილპილი. გასინჯეთ და საჭიროების შემთხვევაში დაუმატეთ მარილი, პილპილი და ვორჩესტერის სოუსი. ლობიოს ძალიან უხდება სულ ცოტა მჟავე კიტრის მარინადსაც თუ ჩაასხამთ ასეთის სახლში არსებობის შემთხვევაში (ანუ, მჟავე კიტრი რომ დევს ის წვენი). ქინძის ფოთლები დაჭერით წვრილად და გადაურიეთ ცხელ ლობიოში.
გემრიელად მიირთვით!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: მზარეული, რეცეპტი, კულინარია, mzareuli, რეცეპტები, recepti, kulinaria, receptebi, როგორ მოვამზადო, rogor movamzado ნანახია: 1156 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]