Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ტორტია - ესპანური ომლეტი - უგემრიელესი საუზმე მთელი ოჯახისათვის / tortia - espanuri omleti - ugemrielesi sauzme mteli ojakhisatvis
2017-07-04, 0:00 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
12 კვერცხი
1 კგ. კარტოფილი
150 გრ. ხახვი
100 მლ. ზეითუნის ზეთი
150 გრ. წითელი ბულგარული წიწაკა
8 გრ. პაპრიკა
მარილი გემოვნებით

მომზადება წესები:
კარტოფილი დავჭრათ პატარა ზომის კუბებად, ხახვი - ალყა-ალყა და მოვბრაწოთ დარბილებამდე ერთად ტაფაში ისე, რომ არ იყოს უმი. ცალკე ავთქვიფოთ კვერცხი, დავამატოთ მარილი, პაპრიკა და წვრილ კუბებად დაჭრილი ბულგარული წიწაკა. შემდეგ, ამ კვერცხის მასაშივე ჩავამატოთ წინასწარ მობრაწული კარტოფილი და ხახვი, კარგად ავურიოთ.
ტაფაში დავასხათ ზეითუნის ზეთი, გავაცხელოთ და დავასხათ ეს ერთიანი მასა. ტაფა შევარჩიოთ ისეთი დიამეტრის, რომ მასზე მოთავსებული კვერცხი მასა აღემატებოდეს 2 სანტიმეტრს.
დავაფაროთ თავსახური და დავდგათ დაბალ ცეცხლზე. როგორც კი თავს მოიკრევს და გამაგრდება, ეს მასა უნდა ამოვატრიალოთ თეფშის დახმარებით და შევწვათ მეორე მხრიდან.

გემრიელად მიირთვით!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: ninamzareuli | ტეგები: კულინარია, მზარეული, რეცეპტი, mzareuli, kulinaria, recepti, რეცეპტები, receptebi, როგორ მოვამზადო, rogor movamzado ნანახია: 944 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]