მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
მწვანე ლობიო კვერცხით მარტივი რეცეპტი / mtscvane lobio kverckhit martivi recepti
2017-07-03, 8:03 AM |
შემადგენლობა:
მწვანე ლობიო – 500 გ
ხახვი – 2 თავი
კარაქი – 100 გ (ან მცენარეული ზეთი ½ ჭიქა)
მწვანილი – 2 ღერი თითოეული
კვერცხი – 2 ცალი
ნიორი – 3 კბილი
მარილი და პილპილი გემოვნებით.
მომზადების წესი:
დაამტვრიეთ მწვანე ლობიო 3-4 ნაწილად, ჩაყარეთ ქვაბში, დაასხით წყალი ისე, რომ არ დაიფაროს და მოხარშეთ.
როდესაც წყალი აორთქლდება, დაუმატეთ დაჭრილი ხახვი და კარაქი (ან მცენარეული ცხიმი) და მოშუშეთ დაბალ ცეცხლზე.
დაუმატეთ დაჭრილი მწვანილები (ქინძი, კამა, ნიახური, რეჰანი).
მოასხით ზემოდან ათქვეფილი კვერცხი, გადმოიღეთ ცეცხლიდან და დატოვეთ 5 წუთს განმავლობაში ამორევის გარეშე.
სუფრასთან: მიირთვით ცხელი ან ცივი ცოცხალ ბოსტნეულთან, ხორცთან ან ყველთან ერთად.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |