Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

რატატუი - ბოსტნეულის მარტივი კერძი ნიცადან / ratatui ( ratatouille ) - bostneulis martivi kerdzi nicadan
2017-07-03, 7:34 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
1 კგ მწიფე პომიდორი
2 სხვადასხვა ფერის ბულგარული წიწაკა
1 დიდი ბადრიჯანი
1 სადილის კოვზი მარილი
¾ ჭიქა ზეითუნის ზეთი
1 ძალიან პატარა გოგრა
1 ყაბაყი
2 დიდი ხახვი
3 დიდი კბილი ნიორი
100 მლ მშრალი ღვინო
3-4 ქონდარას ღერო
5 სადილის კოვზი ახალი, დაჭრილი ოხრახუში
5 სადილის კოვზი ახალი, დაჭრილი რეჰანი
ახლად დაფქვილი შავი პილპილი
1 ლიმნის წვენი

მომზადების წესი:
გარეცხეთ და დაჭერით კუბებად ბადრიჯანი.
მოაყარეთ მარილი და დატოვეთ 25 წუთი წვენის გამოსაშვებად.
მოაცილეთ პომიდორს კანი, გაჭერით ოთხად და მოაცილეთ თესლები.
დაჭერით ხახვი, ყაბაყი, ბულგარული წიწაკა და კვახი კუბებად.
გააცხელეთ ზეთი ტაფაში და ჩაყარეთ ყაბაყი და კვახი; მოშუშეთ 4-6 წუთის განმავლობაში, სანამ გაყავისფრდება; ამოიღეთ, დაწურეთ ზედმეტი ზეთისაგან და გადაიტანეთ ჯამში. დაამატეთ 2 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი ტაფაში და მოშუშეთ ბულგარული წიწაკა 5 წუთის განმავლობაში; შემდეგ ისიც გადაიტანეთ ბოსნტეულის ჯამში.
გარეცხეთ და დაწკრიტეთ ბადრიჯანი, მოშუშეთ 3-4 წუთის მანძილზე ცხელ ზეთში, მაგრამ არ დაწვათ. 6-8 წუთის შემდეგ, როდესაც ბადრიჯანი ოდნავ გაყავისფრდება და დარბილდება, გადაიტანეთ დანარჩენ ბოსტნეულთან ერთად ჯამში.
დაამატეთ 3 სუფრის კოვზი ზეთი ტაფაში და მოშუშეთ ხახვი და დანაყილი ნიორი. შემდეგ დაამატეთ ღვინო და დაელოდეთ სანამ აორთქლდება. შემდეგ დაამატეთ პომიდორი, ქონდარა და 2 სუფრის კოვზი ოხრახუში და დატოვეთ კიდევ 8-12 წუთი ცეცხლზე.
ამის შემდეგ დააბრუნეთ ყველა ბოსტნეული ტაფაში და განაგრძეთ მომზადება კიდევ 12 წუთის განმავლობაში. როდესაც ბოსტნეული დარბილდება, გადმოიღეთ ცეცხლიდან და დაამატეთ ოხრახუში და 4 სადილის კოვზი რეჰანი.
შეაზავეთ მარილით, პილპილით და ახლად გამოწურული ლიმნის წვენით; დაუმატეთ დარჩენილი რეჰანი.
მირთმევის წესი:
კერძი შეგიძლიათ მიირთვათ როგორც ცხელი, ასევე ცივი. ძალიან უხდება ფხვიერ ბაგეტის ან ახლად მომზადებულ პასტას.

(ბოსტნეული, მომზადება, რეცეპტები, საკვები, სამზარეულოს წიგნი, ფრანგული სამზარეულო, ძირითადი კერძი)


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: ninamzareuli | ტეგები: რეცეპტი, მზარეული, კულინარია, mzareuli, რეცეპტები, recepti, kulinaria, receptebi, rogor movamzado, როგორ მოვამზადო ნანახია: 939 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]