მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
ნივრიანი ბაგეტის მარტივი რეცეპტი – ფრანგული სამზარეულოს სიმბოლო / nivriani bagetis martivi recepti - franguli samzareulos simbolo
2017-07-03, 7:29 AM |
შემადგენლობა:
2 ბაგეტი
4 დიდი კბილი ნიორი
2 სუფრის კოვზი დაჭრილი ოხრახუში
2 სუფრის კოვზი დაჭრილი ბაზილიკა
1 ჭიქა გახეხილი ჩედარი, პარმიჯიანო ან სხვა მაგარი ყველი
1 ჩაის კოვზი მარილი
7 სუფრის კოვზი კარაქი
6 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
მომზადების წესი:
გაადნეთ კარაქი და დაუმატეთ ზეითუნის ზეთი, დაჭრილი ნიორი და მარილი. კარგად აურიეთ ყველაფერი.
მიქსტურას დაუმატეთ დაჭრილი ოხრახუში და ნელა ურიეთ.
გაჭერით ბაგეტი შუაზე, შემდეგ კი თითქმის ბოლომდე ჩაჭერით 2–3 სმ სიგრძის სენდვიჩებად. წაუსვით ნივრის პასტა და ცოტა კარაქი ზემოდან.
ყველა ბაგეტი სათითაოდ გაახვიეთ ფოლგაში და აცხვეთ წინასწარ 180°–ზე გაცხელებულ ღუმელში 10–12 წუთის განმავლობაში.
ღუმლიდან გამოღების შემდეგ მოაცილეთ ფოლგა და მოაყარეთ ყველი. დამატებით 5 წუთის განმავლობაში დატოვეთ ღუმელში.
სუფრაზე: ასეთი ყავისფერი და ხრაშუნა ბაგეტები ღუმლიდან გამოღების შემდეგ პატარა ნაჭრებად დაჭერით და მიირთვით სანამ ცხელია. ისიამოვნეთ მისი ხრაშუნით.
(მადის აღმძვრელები, მომზადება, რეცეპტები, საკვები, სამზარეულოს წიგნი, ფრანგული სამზარეულო)
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |