მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
ყველისა და ბროკოლის სუპი / kvelisa da brokolis supi
2017-07-03, 7:09 AM |
შემადგენლობა:
ქათმის ფილე 400გრ
კარტოფილი 2ც
მდნარი ყველი 180გრ
წყალი ან ბულიონი 2ლ
მწვანილი გემოვნებით
მარილი, პილპილი, გემოვნებით
ბროკოლი 500გრ
მომზადების წესი:
ფილე დაჭერით კუბიკებად, ასევე კუბიკებად დაჭერით კარტოფილი, სტაფილო კი ნახევარ წრეებად. ფილე ოდნავ შებრაწეთ მცირე რაოდენობის ზეითუნის ზეთში.
ბულიონი მიიყვანეთ ადუღებამდე დაამატეთ ფილე და ხარშეთ 7-10წთ.
დაამატეთ ბოსტნეული და ხარშეთ კიდევ სანამ ბოსტნეული მოიხარშება. ჩაამატეთ ყველი და კარგად ამოურიეთ რომ გადნეს. დაამატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.
წვრილად დაჭრილი მწვანილი დაამატეთ ბოლოს.
შეგიძლიათ თქვენი პორცია დააბლენდეროთ და მიირთვათ როგორც კრემ-სუპი.
გემრიელად მიირთვით...
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |