მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
ქათმის დიეტური პასტორმა სუნელებით / qatmis dieturi pastorma sunelebit
2017-07-03, 7:04 AM |
შემადგენლობა:
ქათმის ფილე 2ც - 500გრ
სუნელები გემოვნებით
მარილი
ნიორი
ზეთი
მომზადების წესი:
მარილი, დაჭყლეტილი/დანაყული ნიორი, ზეთი და სუნელები(ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, დაფქული წითელი წიწაკა) შევურიოთ ერთმანეთს. ქათმის ფილეს სქლად წავუსვათ ეს მასა და დავტოვოთ 30 წუთის მანძილზე.
გავახუროთ ღუმელი 250 გრადუსზე. საცხობ ფორმაზე დავაფინოთ ფოლგა, დავალაგოთ ზედ ფილე და შევდოთ ღუმელში 12 წუთით(თუ ფილე მეტია გაზარდეთ დრო 15-18 წუთამდე), დიდხანს არ დატოვოთ თორემ ხორცი მშრალი გამოვა. გამოვრთოთ ღუმელი, არ გამოვაღოთ კარი 4 საათის მანძილზე.
შეგიძლიათ მოამზადოთ საღამოს.
გემრიელად მიირთვით...
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |