მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
ბადრიჯანის დიეტური სალათის რეცეპტი / badrijanis dieturi salatis recepti
2017-07-02, 11:32 PM |
შემადგენლობა:
ბადრიჯანი 2-3ც
კვერცხი 2ც
კარტოფილი 1ც
ბულგარული წიწაკა 1ც
ხახვი 1ც
ნიორი 2-3 კბილი
მწვანე ხახვი2-3 ღერი
მწვანილი გემოვნებით
ზეთი 4-5კოვზი
მარილი/პილპილი გემოვნებით
მომზადების წესი:
ბადრიჯანი დავჭრათ მრგვლად.
გავტეხოთ და ავთქვიფოთ კვერცხი, მოვაყაროთ მარილი და პილპილი, ბადრიჯნის ყველა ნაჭერი ამოვავლოთ კვერცხში და შევწვათ ორივე მხრიდან, ამოვალაგოთ ხელსახოცზე რომ ზედმეტი ცხიმი მოშორდეს, დაველოდოთ გაციებას.
კარტოფილი დავჭრათ თხელ ნაჭრებად, შევწვათ ოქროსფერ შეფერილობამდე.
ბულგარული დავჭრათ გრძლად. გაციებული ბადრიჯანიც დავჭრათ გრძლად.
ხახვი დავჭრათ ნახევარწრეებად. წვრილად დავჭრათ მწვანილი, დავჭყლიტოთ ნიორი, ეს ყველაფერი კარგად ავურიოთ, მოვაყაროთ მარილი და პილპილი.
გემრიელი სალათი მზად არის...
გემრიელად მიირთვით...
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |