მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
ქათმის ფილე ბოსტნეულით / qatmis file bostneulit
2017-07-02, 10:48 PM |
შემადგენლობა:
ქათმის ფილე 350გრ
ბულგარული წითელი 100გრ
ბულგარული მწვანე 200გრ
ხახვი 100გრ
სტაფილო 150გრ
სოიოს სოუსი 5ს/კ
ზეთი 1ს/კ
თაფლი 1ჩ/კ
მომზადების წესი:
ფილე დავჭრათ მოგრძო, თითის ზომის ნაჭრებად.
ხახვი დავჭრათ ნახევარ რგოლებად, მოგრძო ნაჭრებად დავჭრათ ბულგარულიც.
სტაფილო დავჭრათ თხელ რგოლებად.
ტაფა დავდგათ ცეცხლზე, გავაცხელოთ, დავასხათ ზეთი, დავყაროთ ზედ ქათმის ფილე და შევწვათ 1-2 წთ-ს მანძილზე გამუდმებული მორევით სანამ თეთრი ფერის არ გახდება და ზოგ ადგილას არ მოებრაწება გვერდი.
დავამატოთ ბოსტნეული და ვურიოთ 2-3 წუთის მანძილზე.
თაფლი გავხსნათ სოიოს სოუსში, თაფლს არ ვამატებთ თუ სოიოს სოუსს აქვს მოტკბო გემო.
დავამატოთ სოიოს სოუსი და ვშუშოთ კიდევ 2-3 წუთის მანძილზე.
გემრიელად მიირთვით...
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |