მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
ჩეფ - სალათის მარტივი რეცეპტი / chef - salatis martivi recepti
2017-07-02, 10:06 PM |
შემადგენლობა:
სალათის ფოთლები
სტაფილო
სიმინდი
მაგრად მოხარშული კვერცხი
პომიდორი
ხახვი
ყველი
ზეითუნის ზეთი
ღვინის ძმარი
ნიორი
მარილი, პილპილი
მომზადების წესი:
გარეცხეთ და გააშრეთ სალათის ფოთლები; დააქუცმაცეთ პატარა ნაწილებად.
მაგრად მოხარშეთ კვერცხი.
მეოთხედებად დაჭერით პომიდორი; ხახვი და სტაფილო დაჭერით ზოლებად, ხოლო ყველი -პატარა ნაჭრებად.
აურიეთ ზეითუნის ზეთი და ღვინის ძმარი, დაუმატეთ დაჭყლეტილი ნიორი და შეაზავეთ მარილითა და პილპილით.
სუფრასთან: მოათავსეთ დაჭრილი ბოსტნეული და ყველი სალათის ფოთლებზე, დაუმატეთ სიმინდი და ზემოდან დაადეთ მეოთხედებად დაჭრილი კვერცხი. ზემოდან მოაპკურეთ ძმრისა და ზეთის ნაზავი.
(ამერიკული სამზარეულო, კვება, მსოფლიოს სამზარეულოები, სალათები, სამზარეულოს წიგნი, საჭმლის მომზადება)
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |