მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
სევიჩე - თევზი მექსიკურად პომიდორისა და ლიმონის წვენის მარინადში / seviche - tevzi meqsikurad pomidorisa da limonis tsvenis marinadshi
2017-07-02, 9:58 PM |
შემადგენლობა:
700 გ ახალი თევზის ფილე
700 გ პომიდორი
80 გ მწვანე ზეთისხილი (დაჭრილი)
400 მლ ახლად გამოწურული ლიმნის წვენი
მინერალური წყალი
70 მლ ზეითუნის ზეთი
3 კბილი ნიორი
2 სუფრის კოვზი თავშავა
2 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი ახალი ქინძი
100 გ ხახვი
100 მლ კეჩუპი
2 სუფრის კოვზი დაჭრილი ცხარე სერანო (მექსიკური წიწაკა) მარინადში
2 სუფრის კოვზი წიწაკის პასტა
პილპილი, მარილი, ზეთისხილი გასაფორმებლად
მომზადების წესი:
გარეცხეთ ფილე, გააშრეთ და დაჭერით კუბებად. მოათავსეთ მინის ჭურჭელში. მოასხით ლიმნის წვენი - დატოვეთ მარინადში ოთახის ტემპერატურაზე 2,5 საათის განმავლობაში.
პატარა ჭურჭელში გააცხელეთ ზეითუნის ზეთი, დაუმატეთ ნიორი და მოთუშეთ 3 წუთის განმავლობაში. ამოიღეთ ნიორი და გააგრილეთ ზეთი.
მოაცილეთ პომიდორს კანი და თესლები და დაჭერით, მაგრამ შეინახეთ წვენი. დაჭერით ხახვი.
მინის ჭურჭელში მოათავსეთ პომიდორი, ხახვი, ქინძი, თავშავა, კეჩუპი, წიწაკა, ზეთისხილი და წიწაკის პასტა. სევიჩეს მომზადებისას გამოიყენეთ მხოლოდ მინის ან ემალის ჭურჭელი. არ გამოიყენოთ ლითონის ხელსაწყოები. დაასხით გაგრილებული ზეითუნი და პომიდვრის წვენი. შეანელეთ მარილით და პილპილით, აურიეთ და შეინახეთ.
ამოიღეთ თევზი მარინადიდან და 3-ჯერ გადაავლეთ ცივი წყალი. დაასხით მინერალური წყალი და გააჩერეთ 5 წუთით. გადაწურეთ და მოათავსეთ პომიდვრის და სანელებლების ჭურჭელში. აურიეთ, დაახურეთ თავსახური და შეინახეთ მაცივარში 3 საათით.
მირთმევის წესი:
სუფრაზე მიტანისას: გააფორმეთ ზეთისხილით და მიიტანეთ გრილი მინის თეფშებით.
(კერძი, მექსიკური სამზარეულო, მომზადება, მსოფლიოს სამზარეულოები, რეცეპტები, საკვები, სამზარეულოს წიგნი, ძირითადი კერძი)
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |