Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ბადრიჯანი ბოსტნეულის გულსართით / badrijani bostneulis gulsartit
2017-07-02, 9:43 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
2 საშუალო ზომის ბადრიჯანი
2 საშუალო ან 1 დიდი ხახვი
4 კბილი ნიორი
პომიდორი 400გრ ცოცხალი ან კონსერვის
მწვანილი გემოვნებით
ზეთი
მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი:
ბადრიჯანს წავაჭრათ თავი და ბოლო, დავჭრათ სიგრძეზე თხლათ, როგორც ნიგვზიანი ბადრიჯნის მომზადების დროს ვჭრით.
მოაყარეთ მარილი და დატოვეთ დაახლოებით 15 წთ.
ხახვი, ნიორი, პომიდორი ერთად მოშუშეთ, მოაყარეთ მარილი და მწვანილი.
ბადრიჯნის ნაჭრები გარეცხეთ, გაამშრალეთ ქაღალდის ხელსახოცით, ორივე მხრიდან წაუსვით ზეთი, მარილი, პილპილი და შეწვით უცხიმოდ ტაფაზე ან ღუმელში 1-2 წუთის მანძილზე.
ყველა ნაჭერს წავუსვათ გულსართი და გადავახვით რულეტისებურად, გამოვაცხოთ ღუმელში 15 წუთის მანძილზე.
გემრიელი და ჯანსაღი კერძი მზად არის...
გემრიელად მიირთვით...


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: ninamzareuli | ტეგები: რეცეპტი, მზარეული, კულინარია, mzareuli, რეცეპტები, recepti, kulinaria, receptebi, rogor movamzado, როგორ მოვამზადო ნანახია: 1323 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]