Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ვანტონი - ჩინური პელმენი კრევეტისა და ღორის ხორცის სატენით / vantoni - chinuri pelmeni krevetisa da ghoris khorcis satenit
2017-07-02, 9:13 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ცომი:
2 ჭიქა ფქვილი
50 გ მდუღარე წყალი
25 გ ცივი წყალი
15 მლ ზეთი
½ ჩაის კოვზი მარილი

სატენი:
250 გ კრევეტი
250 გ გატარებული ღორის ხორცი
15 მლ სოიოს სოუსი
15 მლ ქუნჯუთის ზეთი
15 მლ ღვინის ძმარი
1 ჩაის კოვზი კოჭა
1 ჩაის კოვზი დაჭრილი პრასი

სოუსი:
60 გ ღვინის ძმარი
30 გ წყალი
2 სუფრის კოვზი კოჭა
1 ჩაის კოვზი სოიოს სოუსი
1 ჩაის კოვზი ჩილის პასტა
1 ჩაის კოვზი შაქარი
ქუნჯუთის ზეთი

მომზადების წესი:
აურიეთ ფქვილი და მარილი, თავდაპირველად დაუმატეთ მდუღარე წყალი, ხოლო შემდეგ ცივი წყალი და ზეთი. მოზილეთ ცომი და დატოვეთ 30 წუთის განმავლობაში. გააკეთეთ როლი და დაჭერით 5 სმ კუბებად.
ახალ კრევეტებს გააცალეთ კანი, დაჭერით და შეურიეთ გატარებულ ღორის ხორცს დანარჩენ ინგრედიენტებთან ერთად.
ცომის თითოეულ კუბზე დადეთ მცირეოდენი სატენი, გადაახვიეთ სამკუთხედად, მოუჭირეთ გვერდებზე და რავიოლის მსგავსად წაუწვეტეთ კუთხეები.
ტაფაში გააცხელეთ ზეთი, დაბრაწეთ ხვეულები, შემდეგ დაუმატეთ ცოტაოდენი წყალი და მოამზადეთ თავდახურული.
სუფრასთან: შეურიეთ სოუსის ინგრედიენტები და მიირთვით ცივი. როლები ამოავლეთ ცივ სოუსში.

(კვება, რეცეპტები, სამზარეულოს წიგნი, საჭმლის მომზადება, ჩინური სამზარეულო, ძირითადი კერძი)


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: ninamzareuli | ტეგები: რეცეპტი, მზარეული, კულინარია, mzareuli, რეცეპტები, recepti, kulinaria, receptebi, rogor movamzado, როგორ მოვამზადო ნანახია: 896 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]