მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
იხვი ჩინურად - პეკინურად / ikhvi chinurad - pekinurad
2017-07-02, 9:07 PM |
შემადგენლობა:
1 იხვი (დაახლოებით 2 კგ)
2 სუფრის კოვზი სოიოს სოუსი
2 ½ სუფრის კოვზი ყავისფერი შაქარი
1 სუფრის კოვზი ღვინის ძმარი
12 მწვანე ხახვი
1 კიტრი
ჰოისინის სოუსი:
250 გ ქლიავის ჯემი
3 სუფრის კოვზი სოიოს სოუსი
1 სუფრის კოვზი ჩერი
დარიჩინი, მწარე წიწაკა, დაფქვილი კოჭა
ჩინური ორცხობილა:
4 ჭიქა ფქვილი
1 ¼ ჭიქა მდუღარე წყალი
2 სუფრის კოვზი ზეთი
მარილი
მომზადების წესი:
მოათავსეთ იხვი მდუღარე წყალში 3 წუთის განმავლობაში. ამოიღეთ, დაწურეთ და ჩამოკიდებული გააშრეთ მთელი ღამის განმავლობაში.
ერთმანეთში აურიეთ სოიოს სოუსი, ყავისფერი შაქარი და ღვინის ძმარი. ეს ყველაფერი კარგად შეაზილეთ იხვს და კვლავ ჩამოკიდეთ მომდევო 4 საათის განმავლობაში.
გაახურეთ ღუმელი 190 ºC. საცხობ ტაფაში ჩაასხით მცირეოდენი წყალი, დააფინეთ ცხიმწასმული ცვილის ქაღალდი და ზედ მოათავსეთ იხვი. გამოაცხვეთ 30 წუთის განმავლობაში. შემდეგ დაუწიეთ ტემპერატურას 150 ºC-მდე და განაგრძეთ მომზადება კიდევ 1 საათის განმავლობაში.
ჩინური ორცხობილა: აურიეთ ფქვილი და მარილი, დაუმატეთ წყალი და კარგად მოზილეთ ხელით. შეფუთეთ და დატოვეთ დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ გააკეთეთ დაახლოებით 5 სმ სისქის ხვეული და დაჭერით ერთნაირი ზომის დაჭრებად; თითოეულს მიეცით ბურთის ფორმა. ბურთის ერთი მხარე ამოავლეთ ზეთში და უცხიმო მხრიდან დაადეთ მეორე ბურთზე. საბრტყელებელით გააბრტყელეთ 2 ორცხობილა ერთდროულად დაახლოებით 15 სმ დიამეტრზე. მოათავსეთ ორცხობილები ტაფაზე და გამოახცვეთ 1 წუთის განმავლობაში გაყავისფრებამდე. დაახურეთ თავზე და შეინახეთ თბილად იხვის მომზადებამდე.
სოუსი: ერთმანეთში აურიეთ სოიოს სოუსი, ქლიავის ჯემი, ჩერი და სანელებლები. გადაიტანეთ ტაფაში და ურიეთ განუწყვეტლივ. შემდეგ გააგრილეთ და მოათავსეთ მაცივარში.
დიაგონალურად დაჭერით მწვანე ხახვი და კიტრი.
დაჭერით შემწვარი იხვი, დადეთ თითო ნაჭერი ორცხობილაზე ცოტაოდენ კიტრსა და ხახვთან ერთად და ზემოდან მოასხით ჩაის კოვზი ქლიავის სოუსი.
სუფრასთან: გადაახვიეთ ორცხობილა და მიირთვით ხელით.
(კვება, მომზადება, რეცეპტები, სამზარეულოს წიგნი, ჩინური სამზარეულო, ძირითადი კერძი)
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |