Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ქათმის კატლეტები გულსართით - დიეტური რეცეპტი / qatmis katletebi gulsartit - dieturi recepti
2017-07-02, 8:27 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ქათმის ფილე 500გრ
წიწიბურა 2ჭიქა
ხახვი 2ც
რძე 4ს/კ
კვერცხი 4ც
მარილი და პილპილი გემოვნებით
მწვანე ხახვი რამდენიმე ცალი
ზეთი

მომზადების წესი:
წიწიბურა მოვხარშოთ, მოვაყაროთ მარილი და გავაციოთ. ხორცსაკეპში გავატაროთ ქათმის ფილე, წიწიბურა და ნიორი, ხახვი დავჭრათ წვრილად და მოვშუშოთ, დავამატოთ ფარშს.
დავამატოთ 1ც კვერცხი, მარილი, პილპილი და კარგად ამოვურიოთ.
მოვხარშოთ 3ც კვერცხი დავჭრათ მწვანე ხახვთან ერთად დავამატოთ მარილი და პილპილი გემოვნებით. კატლეტს გულში ჩავუდოთ კვერცხიანი მასა, მივცეთ ფორმა და შევწვათ დაბალ ცეცხლზე.
არ იშლება და მალე მზადდება.

გემრიელად მიირთვით.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: ninamzareuli | ტეგები: როგორ მოვამზადო, rogor movamzado, receptebi, kulinaria, recepti, რეცეპტები, mzareuli, კულინარია, მზარეული, რეცეპტი ნანახია: 912 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]