Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

პელმენი ქათმის ხორცისგან / pelmeni qatmis khorcisgan
2017-07-02, 8:11 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
500 გ ქათმის ფილე
1 დიდი თავი ხახვი
3 ს/კ კარაქი
მარილი და პილპილი
გამდნარი კარაქი მოსასხმელად

ცომისთვის:
600 გ ფქვილი
1 კვერცხი
1 ს/კ ზეთი
1 ჩ/კ მარილი

მომზადების წესი:
ცომისთვის გაცერით ფქვილი, შეურიეთ მარილი, გააკეთეთ ჩაღრმავება და ჩაახალეთ მასში კვერცხი. დაუმატეთ 2 ს/კ ცივი წყალი და ზეთი. დაიწყეთ ცომის მოზელვა. უმატეთ თბილი წყალი ნელ-ნელა და მოზილეთ ერთგვაროვანი რბილი ცომი. გაახვიეთ საკვების შესაფუთ ცელოფანში და გააჩერეთ 15 წუთი.
ფარშისთვის გაფცქვენით და დაჭერით ხახვი საშუალო ზომის კუბიკებად. მოხრაკეთ კარაქში მაღალ ცეცხლზე 10 წუთის განმავლობაში. გააცივეთ.
დაჭერით ქათმის ფილე და გაატარეთ ხორცის საკეპ მანქანაში მოხრაკულ ხახვთან ერთად. დაუმატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.
გააბრტყელეთ ცომის ნახევარი ან მესამედი ფქვილმოყრილ მაგიდაზე. მრგვალი ფორმით ან ჭიქით ამოჭერით ცომიდან დაახლოებით 5 სმ დიამეტრის წრეები.
თითოეული წრის შუაგულში ჩადეთ კოვზით გულსართი. კარგად მოუკარით თავი ისე, რომ გამოვიდეს ნახევარწრე. შეართეთ ბოლოები და მაგრად დააფიქსირეთ. გააკეთეთ ასეთი წესით პელმენები დანარჩენი ცომისგან.
მოხარშეთ პელმენი ნაწილ-ნაწილ დიდ ქვაბში, ბევრ მარილწყალში. პერიოდულად ამოურიეთ ნასვრეტებიანი ჩამჩით, რომ არ მიეკროს ქვაბის ძირს.
8-10 წუთში პელმენი მოხარშული იქნება. სუფრასთან მიიტანეთ გამდნარ კარაქთან ერთად.

გემრიელად მიირთვით.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: ninamzareuli | ტეგები: რეცეპტი, მზარეული, კულინარია, mzareuli, რეცეპტები, recepti, kulinaria, receptebi, rogor movamzado, როგორ მოვამზადო ნანახია: 868 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]