მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
სულუგუნისა და ყურძნის სალათა / sulgunisa da kurdznis salata
2017-07-02, 5:51 PM |
შემადგენლობა:
სალათის ფოთლები - 150 გ
თეთრი ყურძენი - 75 გ
შავი ყურძენი - 75 გ
სულუგუნი - 300 გ
ზეითუნის ზეთი - 7 ს/კ
ნედლი ქონდარი - გემოვნებით
ნედლი ბაზილიკი - გემოვნებით
ლიმონის წვენი - 1 ს/კ
შაქრის პუდრა - 1/2 ჩ/კ
მარილი და პილპილი - გემოვნებით
მომზადების წესი:
თავდაპირველად მოამზადეთ სალათის სოუსი: ერთმანეთში შეურიეთ ზეითუნის ზეთი, ლიმონის წვენი და შაქრის პუდრა, დაუმატეთ მარილი და პილპილი, ქონდარი, ათქვიფეთ ჩანგლით და გააჩერეთ ცოტა ხნით.
ყურძნის ლებნები გაჭერით შუაზე. ჯამში აურიეთ სალათის ფოთლებთან ერთად.
დაჭერით სულუგუნი თხელ ნაჭრებად და დაბრაწეთ ზეითუნის ზეთში მაღალ ცეცხლზე ორივე მხრიდან.
დაუმატეთ შემწვარი ყველი სალათის ფურცლებს და ყურძენს და მოასხით მზა სოუსი.
სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი.
გემრიელად მიირთვით!
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |