Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

კარტოფილის სალათა თინუსითა და კვერცხით / kartofilis salata tinusita da kverckhit
2017-07-02, 5:03 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
კარტოფილი - 400 გ
ხახვი - 1 თავი
კვერცხი - 3 ცალი
თინუსის კონსერვი - 1 ქილა
ზეითუნის ზეთი - 2 ს/კ
ძმარი ბალზამიკო - 1 ჩ/კ
მარილი და პილპილი - გემოვნებით

მომზადების წესი:
მოხარშეთ კარტოფილი კანიანად, გააგრილეთ, გაფცქვენით და დაჭერით.
მოხარშეთ კვერცხი მაგრად, დაასხით ცივი წყალი, გაფცქვენით და გაჭერით 4-ად.
ხახვი გაფცქვენით და დაჭერით ალყა-ალყა.
თინუსის კონსერვს გადაუქციეთ სითხე. დაძენძეთ ჩანგლით თევზის რბილობი.
დაალაგეთ თეფშზე კარტოფილის ნაჭრები, ზემოდან დაადეთ თინუსი, შემდეგ კვერცხი, ხახვის წრეები და დაჭრილი კიტრის პიკული.
ცალკე მოამზადეთ მოსასხმელი: ერთმანეთში აურიეთ ზეითუნის ზეთი, ბალზამიკოს ძმარი, მარილი და პილპილი. მოასხით სალათს მიღებული მოსასხმელი და აურიეთ.

გემრიელად მიირთვით!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: ninamzareuli | ტეგები: რეცეპტი, მზარეული, კულინარია, mzareuli, რეცეპტები, recepti, kulinaria, receptebi, rogor movamzado, როგორ მოვამზადო ნანახია: 875 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]