მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
მოხარშული საქონლის ენის სალათა ნიგვზიანი სოუსით / mokharshuli saqonlis enis salata nigvziani sousit
2017-07-02, 4:54 PM |
შემადგენლობა:
საქონლის ენა, მოხარშული - 350 გ
კიტრი - 400 გ
პამიდორი - 400გ
რუკოლა - 50 გ
ნიგოზი - 1 ჭიქა
ქინძი და პიტნა - რამდენიმე ღერი
მარილი და პილპილი
ნიორი - 3 კბილი
დაფქული ქინძი - 1 ჩ.კ
ძმარი - 3 ს.კ
ზეითუნის ზეთი - 50 გ
სეზამის მარცვლები - 1 ს.კ
მომზადების წესი:
მოამზადეთ სოუსი: ნიგოზი, მწვანილი, დაფქული ქინძი, ზეთი, მარილი, პილპილი, ძმარი და ნიორი ბლენდერში მოათავსეთ და კარგად ათქვიფეთ. ეს სოუსი გამოგადგებათ ნებისმიერი სხვა ბოსტნეულის სალათისთვისაც. ნიგოზი შეიძლება ჩაანაცვლოთ კეშიუთი, კედარის კაკლით და სხვა.
დაჭერით კიტრი და პამიდორი. დაამატეთ თხლად დაჭრილი ენა, მოასხი სოუსი და აურიეთ. თეფშზე მოათავსეთ რუკოლას ფოთლები, ზემოდან აკურატულად გაანაწილეთ სალათა, მოაყარეთ სეზამის მარცვლები.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |