მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
ხილის სალათა სიროფით / khilis salata sirofit
2017-07-02, 4:46 PM |
შემადგენლობა:
ატამი - 8 ცალი
ჟოლო - 100 გ
მაყვალი - 100 გ
მოცვი - 100 გ
შაქარი - 100 გ
წყალი - 50 მლ
მომზადების წესი:
პატარა ქვაბში ჩაყარეთ შაქარი და დაასხით 50 მლ წყალი.
დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ სიროფი ადუღებამდე, შემდეგ კი ხარშეთ დაბალ ცეცხლზე, სანამ არ გასქელდება. გააგრილეთ.
გაჭერით შუაზე ატმები, ამოაცალეთ კურკა და ჩაალაგეთ ღრმა თაფშში. ზემოდან დაალაგეთ კენკრა და მოასხით გაცივებული სიროფი.
გააჩერეთ რამდენიმე წუთი, შემდეგ კი გემრიელად მიირთვით!
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |