მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
10 მარტივი რჩევა იდეალური ომლეტის მოსამზადებლად / 10 martivi rcheva idealuri omletis mosamzadeblad
2017-07-02, 4:14 PM |
ისეთ მარტივ კერძსაც კი, როგორიც ომლეტია, აქვს მომზადების ტექნიკა. დღეს კულინარიუმი შემოგთავაზებტ 10 მარტივ რჩევას იდეალური ომლეტის მოსამზადებლად! გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილებაც და რჩევებიც…
1. იმ ტაფის თავსახური, რომლითაც ომლეტის მომზადებას აპირებთ, დაამუშავეთ შიგნიდან კარაქით.
2. რაც უფრო კარგად ათქვეფთ კვერცხს, მით უფრო გემრიელი და ჰაეროვანი იქნება ომლეტი. ჩანგლით ან სათქვეფით კარგად გათქვიფეთ კვერცხი და მხოლოდ ამის შემდეგ დაუმატეთ შიგთავსი
3. ომლეტის მომზადება დაიწყეთ მაღალ ცეცხლზე და ნელ-ნელა დაუწიეთ.
4. იდეალური გემოს მისაღებად, 4 ც. გათქვეფილ კვერცხს, 1,5 ჩ. კ მანი ან ფქვილი დაუმატეთ.
5. ოთხი კვერცხისგან გაკეთებულ ომლეტს ასევე შეგიძლიათ დაუმატოთ 2 ჩ. კ არაჟანი. ასე ომლეტს ძალიან ჰაეროვანი სტრუქტურა და გემო ექნება.
6. თუ ომლეტისთვის მწვანილის დამატებას აპირებთ, არ ჩაყაროთ ის კვერცხის მიქსში, უბრალოდ მოაყარეთ უკვე გამზადებულ ომლეტს რომ გემო და ფერი არ დაიკარგოს.
7. რა თქმა უნდა, სოფლის კვერცხისგან უფრო გემრიელი და ჰაეროვანი ომლეტი შეიძლება გაკეთეს. თუ დიეტური ვარიანტი გსურთ, გამოიყენეთ მხოლოდ კვერცხის ცილა, ხოლო თუ უფრო მაგარი კონსისტენციის ომლეტი გიყვართ, მხოლოდ კვერცხის გულიც საკმარისია.
8. იმისთვის რომ ომლეტი არ დაიწვას, თითო კვერცხთან ერთად 20 მლ. რძე უნდა ათქვიფოთ. თუ რძე არ გაქვთ ცივი წყლის ჩამატებაც ჩეიძლება.
9.იმისთვის, რომ ომლეტი უფრო გემრიელი გამოვიდეს, მზესუმზირის ზეთს დაუმატეთ ცოტა ზეითუნის ზეთი და ისე შეწვით.
10. ნუ შეგეშინდებათ ექსპერიმენტების! შეგიძლიათ თქვენით შეარჩიოთ შიგთავსი და ომლეტის საკუთარ, იდეალურ რეცეპტს მიაგნოთ.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |