Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

7 ხრიკი ეკლერისა და შუს იდეალური მოხარშული ცომის მოსამზადებლად / 7 khriki eklerisa da shus idealuri mokharshuli comis mosamzadebeli
2017-07-02, 4:06 PM
www.auf.ge -

ეკლერი და შუ – გემო, რომელიც ბავშვობიდან გვახსოვს. თუმცა გამოცდილ მზარეულებსაც კი ხშირად არ გამოსდით იდეალური ცომი. დღეს 7 ხრიკს შემოგთავაზებთ, რომელიც დაგეხმარებათ მოხარშულ ცომი არაჩვეულებრივი გამოგივიდეთ.

1) ყურადღება მიაქციეთ ადუღების მომენტს. ასევე გაითვალისწინეთ ინგრედიენტების პროპორციები. ქვაბში წყალი არ აადუღოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცომი დაკარგავს თავის სიფაფუკეს და სქელი გახდება.

2) ფქვილის დესანტის საიდუმლო: ფქვილი ცომს სწრაფად დააყარეთ. ამისთვის ქაღალდის ფურცელი გამოიყენეთ. მისი საშუალებით ფქვილი სწრაფად ჩაიყრება. კარგად მორევა არ დაგავიწყდეთ.

3) ბულგაკოვის სიადუმლო, ანუ “საბედისწერო კვერცხების” წესი: თბილი ცომის ტემპერატურა იდეალური უნდა იყოს ისე, რომ კვერცხი მასში გაიხსნას და არა მოიხარშოს.

4) სველი საცხობი ფორმა: როცა მას კარაქს წაუსვამთ, შემდეგ წყლით აუცილებლად დაასველეთ, რათა ცომი არ მიიკრას.

5) ჩაის კოვზის საიდუმლო: ცომი საცხობ ფორმაზე კოვზით განათავსეთ. ერთი ჩაის კოვზი არაჩვეულებრივი იქნება შუს ფორმისთვის, 2 ჩაის კოვზი კი – ეკლერის პორციისთვის.

6) ღუმელი წინასწარ 180 გრადუსამდე აუცილებლად გაახურეთ. მხოლოდ ამ ტემპერატურაზე აცხვეთ ცომი.

7) არ გამოაღოთ ღუმელის კარი იქამდე, სანამ ცომი არ გამოცხვება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ჩავარდება.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: ninamzareuli | ტეგები: რეცეპტი, მზარეული, კულინარია, mzareuli, რეცეპტები, recepti, kulinaria, receptebi, rogor movamzado, როგორ მოვამზადო ნანახია: 2524 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]