Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

სამნაირი კომბოსტოს, ქათმის ფარშის, თეთრი სოკოსი და კვერცხის გემრიელი ბრაწულა / samnairi kombostos, qatmis farshis, tetri sokosi da kverckh
2017-07-02, 1:27 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
300 გრამი თეთრი კომბოსტო
200 გრამი ფერადი კომბოსტო
200 გრამი ბრიუსელი კომბოსტო
300 გრამი ქათმის ფარში
1 ცალი ხახვი
1 ცალი სტაფილო
300 გრამი თეთრი სოკო
3 ს/კ მზესუმზირის ზეთი
300 მლ იოგურტი
3 ჩ/კ დარიჩინი
2 ცალი კვერცხი
1 ჩ/კ როზმარინი
მარილი, პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი:
1. თეთრი კომბოსტო დაჭერით. შუშეთ ზეთში 10 წუთის განმავლობაში.
ასევე დაჭერით ფერადი და ბრიუსელის კომბოსტოც. ქვაბში წყალი აადუღეთ. დაამატეთ მარილი და ამ წყალში ორივე 4-5 წუთის განმავლობაში ხარშეთ.
2. სტაფილო გახეხეთ მსხვილად. გაასუფთავეთ ხახვი და კუბიკებად დაჭერით. სოკო გარეცხეთ და საშუალო ზომის ნაჭრებად დაჭერით. ყველა ეს ინგრედიენტი ტაფაში მოშუშეთ. დაამატეთ ქათმის ფარში. მოაყარეთ მარილი და კიდევ 10 წუთი შუშეთ. არ დაგავიწყდეთ მორევა.
3 . აიღეთ საცხობი ფორმა და მომზადებული ინგრედიენტები ფენებად დააწყვეთ: პირველი ფენა – თეთრი კომბოსტო, შემდეგი ფენა – ფარში და ბოსტნეული, მესამე ფენა – ფერადი და ბრიუსელის კომბოსტო.
4 . ღრმა ჯამში იოგურტი, კვერცხი და დარიჩინი აურიეთ. დაამატეთ ამ მასას როზმარინი, მოაყარეთ მარილი და პილპილი. მოასხით ეს სოუსი ბოსტნეულის ფენას. აცხვეთ 180 გრადუსზე 25-30 წუთის განმავლობაში.

გადმოწერა ()



გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: ninamzareuli | ტეგები: რეცეპტი, მზარეული, კულინარია, mzareuli, რეცეპტები, recepti, kulinaria, receptebi, rogor movamzado, როგორ მოვამზადო ნანახია: 872 | რამოტვირთვები: 336 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]