მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
პენე ალფრედო ქათმით - გემრიელი და მარტივად მოსამზადებელი / pene alfredi qatmit - gemrieli da martivad mosamzadebeli
2017-06-28, 4:25 PM |
შემადგენლობა:
700 გ. ქათმის მკერდი
2 ს.კ კარაქი
1/2 ჩ.კ. ორეგანო
1/2 ჩ.კ ბაზილიკი
1/2 ჩ.კ. მარილი
1/2 ჩ.კ პილპილი
450 გ. პასტა-პენე (მოხარშული)
1/4 ჭ. ოხრახუში
1/4 ჭ. ყველი-პარმეზანი (გახეხილი)
სოუსისთვის:
2 ს.კ კარაქი
4 კბილი ნიორი (გაჭყლეტილი)
3 ს.კ ფქვილი
2 ჭ. რძე
1/2 ჩ.კ. ორეგანო
1/2 ჩ.კ ბაზილიკი
1/2 ჩ.კ. მარილი
1/2 ჩ.კ პილპილი
1/2 ჭ. ყველი-პარმეზანი (გახეხილი)
მომზადების წესი:
1, დადგით ტაფა საშუალო ცეცხლზე, გაადნეთ კარაქი და დაუმატეთ ქათამი. მოაყარეთ მარილი, პილპილი, ორეგანო და ბაზილიკი. გააჩერეთ 8-10 წუთი, ან მანამ, სანამ არ შეიწვება. გადმოდგით ცეცხლიდან. იგივე ტაფაში, გაადნეთ კარაქი, დაუმატეთ ნიორი და გააჩერეთ მანამ, სანამ ნიორი არ დარბილდება.
2. კარაქში დაამატეთ ფქვილის ნახევარი. ურიეთ სამა, ბოლომდე არ აითქვიფება. ამის შემდეგ დაუმატეთ დარჩენილი ფქვილი და ისევ ურიეთ. შიგადაშიგ დაასხით ცოტა რძე, განაგრძეთ მორევა და რძის დამატება. ურიეთ მანამ, სანამ სოუსი არ გასქელდება. მოაყარეთ მარილი, პილპილი, ორეგანო და ბაზილიკი, კარგად ამოურიეთ.
3. სოუსს დაუმატეთ ყველი, მოურიეთ მანამ, სანამ არ გადნება. მზა სოუსი მოასხით მოხარშულ პასტას და დაუმატეთ ქათამი. ზევიდან მოაყარეთ ოხრახუში და დარჩენილი ყველი. ამოურიეთ და გემრიელად მიირთვით!
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |