მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
ქათმის ხორცისა და სოკოს უგემრიელესი ღვეზელი / qatmis khorcisa da sokos ugemrielesi ghvezeli
2017-06-28, 3:13 AM |
შემადგენლობა:
50 გ. კარაქი
3 გ. წყალი.
½ ჩ.კ. მარილი.
200 გ. ფქვილი
300 გ. ქამა სოკო.
300 გ. ქათმის ფილე
1 ც. ხახვი.
170 მლ. ნაღები 20%-იანი.
2 ც. კვერცხი.
150 გ. ყველი.
სუნელები გემოვნებით.
მომზადების წესი:
1. კარაქი და კვერცხი აურიეთ ერთმანეთში, დაუმატეთ ფქვილი, წყალი, მარილი, და მოზილეთ ცომი. გაახვიეთ სამზარეულოს პარკში და შედეთ მაცივარში 30 წუთ
2. ფილე მოხარშეთ და დააქუცმაეთ. სოკო შეწვით ხახვთან ერთად. დაუმატეთ მარილი, პილპილი. ასევე ქათმის ფილე. ყველაფერი ამოურიეთ დაგამორთეთ ცეცხლი.
3. გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსზე. საცხობ ფორმას (32 სმ.) წაუსვით ცხიმი, გააბრტყელეთ ცომი და მოათავსეთ ფორმაში. დაუმატეთ შიგთავსი და ცომს გვერდები მოუსწორეთ.
4. ათქვიფეთ კვერცხი, დაუმატეთ ნაღები და ყველი. ყველაფერი კარგად ამოურიეთ და ზევიდნ მოასხით ღვეზელს. აცხვეთ ღვეზელი 35-40 წუთი.
გემრიელად მიირთვით!
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |