მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
ყვავილოვანი კომბოსტოს წვნიანი ყველ ჩედართან ერთად / yvavilovani kombostos wvniani yvel chedartan ertad
2017-06-27, 4:23 PM |
შემადგენლობა:
3 ს/კ კარაქი
1 ხახვი, დაჭრილი
½ ჭიქა ფქვილი
1 ½ ჭიქა წყალი
1 ½ ჭიქა ქათმის ბულიონი
1 კილოგრამამდე ყვავილოვანი კომბოსტო, დაჭრილი
1 ჩ/კ დიჟონის მდოგვი
1 ½ ჭიქა დაქუცმაცებული ყველი „ჩედარი“.
½ ჭიქა მონტერეი ჯეკ ყველი, გახეხილი
მომზადების წესი:
1. დიდ ქვაბში გაადნეთ კარაქი და შუშეთ ხახვი 8 წუთის განმავლობაში.
ფქვილი ათქვიფეთ. დროდადრო ჩაუმატეთ წყალი და ქათმის ბულიონი. დაამატეთ ყვავილოვანი კომბოსტო და ადუღებას დაელოდეთ.
2. როცა კომბოსტო დარბილდება, ჩაუწიეთ გაზქურას დაახლოებით 15 წუთით.
კომბოსტოს მასა ბლენდერში ჩავასხათ და იქამდე ვაბლენდეროთ, სანამ თხელი არ გახდება.
3. როგორც კი თხევადი გახდება, მიქსტურა კვლავ ქვაბში მოათავსეთ და საშუალო დონის ცეცხლზე შემოდგით. ცოტა ხანში დაუმატეთ მარილი, წიწაკა, დიჟონის მდოგვი და ყველი. გემოვნების მიხედვით შეგიძლიათ მორთოთ ოხრახუშითაც.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |