Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ალუბლის უგემრიელესი, კლასიკური ნამცხვარი / alublis ugemrielesi, klasikuri namckhvari
2017-06-27, 4:11 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
½ ჭიქა კარაქი
450 გრ. შუაზე გაჭრილი ტკბილი ალუბალი
1 ჭიქა ფქვილი
½ ჭიქა ნუშის ფანტელი
1 ½ ჩ. კ გამაფხვიერებელი
¼ ჩ. კ მარილი
2 ც. კვერცხი
¾ ჭიქა შაქარი
1 ჩ. კ ვანილის ექსტრაქტი
¼ ჩ. კ ნუშის ექსტრაქტი
1/3 ჭიქა რძე

მომზადების წესი:
1. გაახურეთ ღუმელი 200 გრადუს ცელსიუსზე. დაამუშავეთ ცხიმით საცხობი ტაფა და დააფარეთ მასზე პერგამენტის ქაღალდი. გაადნეთ კარაქი პატარა ტაფაზე და შემდეგ დაასვენეთ ოთახის ტემპერატურაზე რომ გაგრილდეს.
2. გადაურიეთ ფქვილი, გახეხილი ნუში, გამაფხივერებელი და მარილი საშუალო ზომის ჯამში. მიქსერით გათქვიფეთ კვერცხი და შაქარი მანამ, სანამ ღია ფერს არ მიიღებს, თქვიფეთ 3-5 წუთის განმავლობაში, შეურიეთ ვანილისა და ნუშის ექსტრაქტებიც.
3. კვერცხის მასას აურიეთ ერთმანეთს გრილი კარაქი და რძე, როცა კარგად შეეთვისება ისინი ერთმანეთს, გადაურიეთ ფქვილის მასაც, ბოლოს კი ფრთხილად გადაურიეთ ალუბალი. მოათავსეთ მიქსტურა საცხობ ტაფაზე და აცხვეთ 15 წუთი. შემდეგ გამოიღეთ ღუმლიდან, მოაყარეთ დარჩენილი ალუბალი ნამცხვარს და შეაბრუნეთ ღუმელში კიდევ 15 წუთით.

გააგრლეთ 10-15 წუთით და გემრიელად მიირთვით!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: ninamzareuli | ტეგები: კულინარია, მზარეული, რეცეპტი, mzareuli, kulinaria, recepti, რეცეპტები, receptebi, როგორ მოვამზადო, rogor movamzado ნანახია: 1342 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]