Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

მარწყვის ნაყინი / marwyvis nayini
2017-06-27, 1:01 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
1 ქილა (380გ) ტკბილი შედედებული რძე
2 1⁄2 ჭიქა (600მლ) ნაღები
1 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი
1 ჭიქა მარწყვის ჯემი
200 გრ. ორცხობილა ლედის თითები

მომზადების წესი:
1. დიდ თასში მიქსერის დახმარებით ნაღები მანამ თქვიფეთ, სანამ შედარებით მყარ წვეთებს არ გაიკეთებს.
2. დაამატეთ ტკბილი შედედებული რძე და ვანილის ექსტრაქტი და თქვიფეთ კიდევ ორიოდე წუთით.
3. მეორე თასში „ლედის თითები“ (დაახლ. 12 ცალი) მცირე ზომის ნაწილებად დატეხეთ.
4. დაამატეთ კრემის ფენა და ერთმანეთში აურიეთ.
5. დაამატეთ მარწყვის ჯემი და მსუბუქად მოურიეთ, რომ მისგან ხვეულები შექმნათ.
6. გაამეორეთ ფენები რამდენჯერმე, სანამ კრემი არ გათავდება.
7. მიღებული მასა გადაიტანეთ ერთ დიდ ან 2 მომცრო დაფარულ შესანახ კონტეინერში და შედგით საყინულეში. გაყინეთ არაუმცირეს 4 საათით ან მთელი ღამის განმავლობაში.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: ninamzareuli | ტეგები: rogor movamzado, როგორ მოვამზადო, receptebi, რეცეპტები, recepti, kulinaria, mzareuli, რეცეპტი, მზარეული, კულინარია ნანახია: 936 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]