Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

შოკოლადის ნაყინი / shokoladis nayini
2017-06-27, 12:53 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
3⁄4 ჭიქა შაქარი
1 ჭიქა რძე
1⁄4 ჩ/კ მარილი
2 ს/კ დაუმტკბარი კაკაოს ფხვნილი
3 ცალი კვერცხის გული
60 გრ. ნახევრად ტკბილი შოკოლადი
2 ჭიქა სქელი ნაღები
1 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი

მომზადების წესი:
1. საშუალო ტემპერატურაზე ქვაბში აურიეთ შაქარი, რძე, მარილი და კაკაოს ფხვნილი, ურიეთ მუდმივად. აადუღეთ დაბალ ტემპერატურაზე. კვერცხის გულები პატარა თასში მოათავსეთ და ოდნავ ათქვიფეთ. თანდათანობით შეურიეთ ქვაბიდან ამოღებული ½ ჭიქა ცხელი სითხე. შემდეგ ჩაასხით ქვაბში უკანვე. გააცხელეთ გასქელებამდე, მაგრამ არ აადუღოთ. გადმოდგით ცეცხლიდან და შეურიეთ დაჭრილი შოკოლადი, ურიეთ შოკოლადის გადნობამდე. ჩაასხით გრილ თასში და მაცივარში 2 საათით გააცივეთ. დროდადრო მოურიეთ.
2. როცა შოკოლადის ნაზავი ბოლომდე გაგრილდება, შეურიეთ ნაღები და ვანილი. ჩაასხით ნაყინის გასაკეთებელ მოწყობილობაში და გაყინეთ ინსტრუქციის მიხედვით.

გემრიელად მიირთვით!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: ninamzareuli | ტეგები: კულინარია, მზარეული, რეცეპტი, mzareuli, kulinaria, recepti, რეცეპტები, receptebi, როგორ მოვამზადო, rogor movamzado ნანახია: 1052 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]