Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

კენკრის ნამცხვარი ნაღებით - მარტივი და გემრიელი დესერტი / kenkris namckhvari naghebit - martivi da gemrieli deserti
2017-06-27, 12:46 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
6 ჭიქა შერეული კენკრა (თქვენი სურვილისამებრ)
4 კვერცხი
3 ჭიქა ფქვილი
1 ½ ჭიქა შაქარი
1 ჭიქა დარბილებული კარაქი
1/3 ჭიქა ნაღები
2 ჩ. კ გამაფხვიერებელი
1 ½ ჩ. კ ვანილის ექსტრაქტი
1 ჩ.კ ახლად გახეხილი ლიმონის ცედრა
½ ჩ.კ მარილი

მომზადების წესი:
1. გაახურეთ ღუმელი 180 გრადუს ცელსიუსზე და ცხიმით დაამუშავეთ საცხობი ტაფა. გაადნეთ კარაქი და ნაღები პატარა ტაფაზე, საშუალო ცეცხლზე, გადნობის შემდეგ გადმოდგით გაზქურიდან და გააგრილეთ.
2. ფართო ჯამში მიქსერით გათქვიფეთ კვერცხი, შაქარი და მარილი, იქამდე, სანამ მასა ღია ფერს არ მიიღებს (6-8 წუთის განმავლობაში). შემდეგ შეურიეთ ვანილის ექსტრაქტი, ლიმონის ცედრა და გამაფხვიერებელი.
3. მიღებულ მასას თანდათანობით დაუმატეთ ფქვილის ნახევარი, შემდეგ კი ნაღებისა და კარაქის გამდნარი მასის ნახევარი, ათქვიფეთ ისე, რომ ცომი კარგად შეიკრას და მხოლოდ ამის შემდეგ, დაუმატეთ დანარჩენი ფქვილი და კარაქის მასა. აურიეთ ფრთხილად. ცომში ნელა გადაურიეთ 5 ჭიქა კენკრა.
4. მოათავსეთ ცომი ცხიმწასმულ, საცხობ ტაფაში და დარჩენილი კენკრა მოაყარეთ ზემოდან. შედეთ ღუმელში და აცხვეთ 50-60 წუთი. ღუმელიდან გამოიღეთ კენკრის ნამცხვარი და დაასვენეთ 15 წუთით, რომ გაგრილდეს.

გემრიელად მიირთვით!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: ninamzareuli | ტეგები: rogor movamzado, როგორ მოვამზადო, receptebi, რეცეპტები, recepti, kulinaria, mzareuli, რეცეპტი, მზარეული, კულინარია ნანახია: 1112 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]