მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
გემრიელი სალათა ძროხის ღვიძლით / gemrieli salata dzrokhis ghvidzlit
2017-06-27, 12:01 PM |
შემადგენლობა:
1 ჭიქა მოხარშული ბრინჯი
500 გრამი ძროხის ღვიძლი
4 მოხარშული კვერცხი
200 გრამი მაგარი ყველი
1 ქილა დაკონსერვებული სიმინდი
ფქვილი
მცენარეული ზეთი
180-200 გრამი მაიონეზი
მომზადების წესი:
1. ძროხის ღვიძლი გაასუფთავეთ და ცოტა ხანი რძეში ჩაალბეთ, შემდეგ კი ნაჭრებად დაჭერით, სისქე დაახლოებით 1 სანტიმეტრის ჰქონდეთ. ყოველი მათგანი ფქვილში ამოავლეთ.
2. ტაფაზე მცენარეული ზეთი დაასხით და კარგად გაახურეთ. დააწყვეთ ძროხის ღვიძლის ნაჭრები და 30 წამის განმავლობაში შეწვით, შემდეგ გადააბრუნეთ. კვლავ გადააბრუნეთ და თითოეული მხრიდან 1.5 – 2 წუთი ამზადეთ. მომზადებული ღვიძლი ქაღალდის ნაჭერში შეახვიეთ. მოაშორეთ ზედმეტი ცხიმი.
3. მომაზდებული ღვიძლის ნაჭრები წვრილად დაჭერით. ასევე შეგიძლიათ გახეხოთ კიდეც. სიმინდის ქილისგან გადაწურეთ წვენი. მოხარშული კვერცხისგან გული გამოაცალკევეთ და ცალ-ცალკე დაჭერით.
ყველი გახეხეთ წვრილად.
4. სალათი ფენებად დააწყვეთ: ძროხის ღვიძლი, ბრინჯი, სიმინდი, ყველი, კვერცხი და შემდეგ მისი გული. ღვიძლის, ბრინჯის და ყველის ფენებს მაიონეზი გადაუსვით. 2-3 საათი მოათავსეთ მაცივარში.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |