მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
ქათმის მკერდისა და კარტოფილის თბილი სალათი / qatmis mkerdisa da kartofilis tbili salati
2017-06-27, 11:58 AM |
შემადგენლობა:
400 გრამი ქათმის მკერდი
1 ხახვი
4 კარტოფილი, მოხარშული კანით
2 მწვანე ვაშლი
2-3 კბილი ნივრის
სალათის ფოთლების მიქსი
მცენარეული ზეთი
მარილი გემოვნებით
სოუსისთვის:
300 გრამი სქელი იოგურტი დანამატების გარეშე
1 შეკვრა ქინძი
1 შეკვრა კამა
2 ჩ/კ თაფლი
2 ს/კ ლიმონის წვენი
მარილი, პილპილი გემოვნებით
მომზადების წესი:
1. ქათმის ფილე გრძლად, წვრილ ზოლებად დაჭერით. არ დაამარილოთ.
ტაფაზე ზეთი დაასხით, დააწყვეთ ქათმის ნაჭრები. ყველა მხრიდან შეწვით. ხორცი ქაღალდის სახვევში გაახვიეთ და ზედმეტი ცხიმი მოაშორეთ. ცოტა მარილი მოაყარეთ.
2. ხახვი წვრილად დაჭერით, შეწვით იმავე ზეთში, რომელშიც ქათამს წვავდით.
ვაშლი გაასუფთავეთ და კუბიკებად დაჭერით, დაასხით ლიმონის წვენი. კარტოფილი ასევე კუბიკებად დაჭერით.
ქათამს და ხახვს დაამატეთ კარტოფილი, ვაშლი და ნიორი.
3. სოუსისთვის: აურიეთ იოგურტი, ლიმონის წვენი, დაჭრილი მწვანილი, მარილი და თაფლი. სალათი ღრმა თეფშში მოათავსეთ (სითბო უკეთ შენარჩუნდება), დააწყვეთ სალათის ფურცლები, ზემოთ კი – კარტოფილისა და ქათმის მასა. სოუსი სუფრასთან ცალკე მიიტანეთ.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |