Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

დიეტური სალათა კრევეტკებით / dieturi salata krevetebit
2017-06-27, 11:50 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
200 გრამი მაგარი ყველი
4 მოხარშული (ქათმის) კვერცხი
400 გრამი კრევეტკები
სალათის ფურცელი

სოუსისთვის:
მწყერის 7 კვერცხი
150 მლ მცენარეული ზეთი
1 ჩ/კ მდოგვი
1 ჩ/კ შაქარი
½ ლიმონის წვენი
½ ლიმონის ცედრა
მარილი, პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი:
1. გახეხეთ ყველი. მოხარშული ქათმის კვერცხისგან გული გამოაცალკევეთ და ცალ-ცალკე გახეხეთ. ყველი გულს შეურიეთ. კრევეტკები მარილიან წყალში მოხარშეთ 3-5 წუთის განმავლობაში. გააცივეთ და გაასუფთავეთ.
2. სოუსისთვის: შაქარი, მარილი, მწყრის კვერცხი და დარიჩინი მიქსერით აურიეთ. არ შეწყვიტოთ მორევა, ისე დაუმატეთ მცენარეული ზეთი. სანამ სქელ მასას არ მიიღებთ, იქამდე ურიეთ. დაუმატეთ ლიმონის წვენი და დაჭრილი მწვანილი.
3. თეფშზე ჯერ სალათის ფოთოლი დადეთ, გააფორმეთ გახეხილი კვერცხით, შემდეგ ყველისა და გულის მასით და კრევეტკებით. სოუსი სუფრაზე ცალკე მიიტანეთ.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: ninamzareuli | ტეგები: კულინარია, მზარეული, რეცეპტი, mzareuli, kulinaria, recepti, რეცეპტები, receptebi, როგორ მოვამზადო, rogor movamzado ნანახია: 824 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]