მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
სახლში დამზადებული ქათმის ლორი ყველანაირი ქიმიური დანამატის გარეშე / sakhlshi damzadebuli qatmis lori yvelanairi qimiuri danamatis gareshe
2017-06-27, 11:01 AM |
შემადგენლობა:
600 გრამი ქათმის ფილე
1 ჩ/კ იტალიური ბალახი
1 ს/კ ჟელატინი
2 კბილი ნივრის
პილპილი, მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
1. ქათმის ფილე გარეცხეთ, დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად, დაუმატეთ მშრალი ჟელატინი, იტალიური ბალახი, გატარებული ნიორი, შავი დაფქული პილპილი და მარილი. აურიეთ კარგად და 20 წუთი დატოვეთ.
2. ხორცი საცხობ ცელოფანში შეახვიეთ, შეკარით ძაფით, შემდეგ კი თუნუქის ქილაში მოათავსეთ.
3. ღუმელი 190 გრადუსამდე გაახურეთ. ლორი დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში ამზადეთ. ქილის ქვეშ შეგიძლიათ თეფშიც დადოთ. როცა ლორი მომზადდება, გაცივება აცადეთ და მაცივარში 12 საათით შედგით.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |