მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
სოკოს მარინადი სტაფილოსთან ერთად - კორეული რეცეპტით / sokos marinadi stafilostan ertad - koreuli receptit
2017-06-27, 10:49 AM |
შემადგენლობა:
500 გრამი შამპინიონი
5 კბილი ნივრის
1 ს/კ შაქარი
2 ს/კ სოიოს სოუსი
6 ცალი შავი წიწაკა
50 მლ მზესუმზირის ზეთი
0.25 ცალი სტაფილო
1.5 ჩ/კ მარილი
250 მლ წყალი
2 შეკვრა ქინძი
3 ცალი ბაჰარი
1 ცალი დაფნის ფოთოლი
1.5 ჩ/კ სეზამის მარცვალი
2 ს/კ ძმარი
კამა, ოხრახუში გემოვნებით
მომზადების წესი:
1. სოკო გარეცხეთ და გაასუფთავეთ. შემდეგ კი ადუღებულ წყლიან ქვაბში ჩაყარეთ. დაუმატეთ დაფნის ფოთოლი. ადუღეთ 5 წუთი. წყალი გადაღვარეთ.
2. მოამზადეთ მარინადი: 50 მლ ცხელ წყალში გახსენით მარილი და შაქარი. დაუმატეთ 200 მლ ცივი ადუღებული წყალი, ძმარი, სოიოს სოუსი და მცენარეული ზეთი.
3. მარინადში ჩააწყვეთ გაწმენდილი და დაჭრილი ნიორი, მწვანილი, ბაჰარი, შავი წიწაკა. სეზამის თესლი მშრალ ტაფაზე შეწვით და ისიც მარინადში ჩადეთ. დაამარინადეთ შამპინიონი სტაფილოსთან ერთად და მაცივარში მთელი ღამით დატოვეთ.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |