Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

უგემრიელესი შტრუდელი - ავსტრიული დესერტის კლასიკური რეცეპტი / ugemrielesi shtrudeli - avstriuli desertis klasikuri recepti
2017-06-27, 10:40 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
340 გ ფქვილი
2 ც კვერცხი
50 გ ნაღების კარაქი
¼ ჭ წყალი
2 ს/კ შაქარი
½ ჩ/კ მარილი

გულსართისთვის:
600 გ ვაშლი
2 ს/კ შაქარი(თუ ვაშლი მჟავეა მეტი შაქარი დაგჭირდებათ)
150 გ ფხვიერი ორცხობილა
100 გ ნიგოზი
10 გ ნაღების კარაქი
კვერცხი ზემოდან წასასმელად
შაქრის პუდრა

მომზადების წესი:
1. აურიეთ შაქარი და კვერცხი. გაცერით ფქვილი და დაუმატეთ კვერცხისა და შაქრის ნარევს, დაასხით წყალიც. დაუმატეთ შერბილებული ნაღების კარაქი. მოზილეთ ცომი და დაახურეთ ზემოდან ქაღალდის ხელსახოცი. გააჩერეთ 40 წუთით.
2. გაასუფთავეთ ვაშლი კანისგან და კურკებისგან, დაჭერით კუბიკებად. ორცხობილა დააქუცმაცეთ. გააბრტყელეთ ცომი შტრუდელებისთვის, (საცხობ ქარალდზე) ეს ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტია.
გააბრტყელეთ სამკუთხედის ფორმაზე, ძალიან თხლად, 0,7 სმ სისქეზე.
3. გაადნეთ კარაქი და წაუსვით ცომის ზედაპირს. დაალაგეთ ვაშლი, მოაყარეთ ნიგოზი, ორცხობილა და შაქარი. სამზარეულოს პოლიეთილენის/საცხობი ქაღალდის დახმარებით (რომელზეც ცომი უნდა გააბრტყელოთ) ფრთხილად გადაახვიეთ რულეტი, მიეცით მას ტრადიციული ფორმა.
4. მიიტანეთ შტრუდელი კარაქ მოსმულ საცხობ ჟარუნაზე და გადაუსვით ზემოდან ათქვეფილი კვერცხი. გამოაცხვეთ 20-30 წუთის განმავლობაში, 200 გრადუს ტემპერატურაზე. გაგრილებულ დესერტს მოაყარეთ შაქრის პუდრა.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: ninamzareuli | ტეგები: კულინარია, მზარეული, რეცეპტი, mzareuli, kulinaria, recepti, რეცეპტები, receptebi, როგორ მოვამზადო, rogor movamzado ნანახია: 1147 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]