მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
დელიკატესი სალათი ორაგულითა და ხიზილალათი / delikatesi salati oragulita da khizilalati
2017-06-27, 10:19 AM |
შემადგენლობა:
160 გრამი ორაგული
80 გრამი წითელი ხიზილალა
200 გრამი ბრინჯი
4 ცალი კვერცხი
4 ცალი მწყერის კვერცხი
200 გრამი პეკინური კომბოსტო
150 გრამი არაჟანი
50 მლ ნაღები
მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
1. მოხარშეთ ქათმის კვერცხი, ბრინჯი და მწყერის კვერცხი.
ორაგულის ფილე თხელ მოგრძო ზოლებად დაჭერით, ქათმის კვერცხი – კუბიკებად, კომბოსტო – წვრილად, მწყერის კვერცხი კი შუაზე გაყავით.
2. ამის შემდეგ მომზადებული პროდუქტები ფენებად დააწყვეთ: ჯერ კომბოსტო, შემდეგ ბრინჯი, ქათმის კვერცხი, ორაგული. ფენები კვლავ გაიმეორეთ.
3. ყოველი ფენა ნაღებიანი არაჟნით გააფორმეთ. საბოლოოდ, სალათა ხიზილალათი და მწყრის კვერცხით გააფორმეთ.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |