მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
ღუმელში გამომცხვარი ლავაში ქათმის ხორცის, ლორისა და ყველის შიგთავსით / ghumelshi gamomckhvari lavashi qatmis khorcis, lorisa da yvelis shigt
2017-06-27, 9:09 AM |
შემადგენლობა:
4 ცალი ლავაში
1 ცალი პომიდორი
700 გრამი ქათმის ფილე
150 გრამი მაგარი ყველი
1 ცალი ბულგარული წიწაკა
2 ცალი დამარინებული კიტრი
150 გრამი ლორი
1 ცალი კვერცხი
მაიონეზი გემოვნებით
კამა გემოვნებით
მომზადების წესი
1. მარილიან წყალში ქათმის ფილე მოხარშეთ. ლორი და ქათმის ხორცი სიგრძეზე დაჭერით, ყველი კი მსხვილად გახეხეთ. ბულგარული წიწაკა, პომიდორი და დამარინებული კიტრი საშუალო ზომის კუბიკებად დაჭერით. კამა დააქუცმაცეთ.
2. ყველა ეს ინგრედიენტი შეურიეთ – შიგთავსი მზადაა! ლავაშის ყოველ ფურცელს მაიონეზი გადაუსვით, ჩადეთ შიგთავსი და რულეტის ფორმა მიეცით.
3. საცხობ ქაღალდს კარაქი გადაუსვით. რულეტები მასზე დააწყვეთ. ზემოდან კვერცხი გადაუსვით და ფოლგის ქაღალდი დააფარეთ. აცხვეთ 180 გრადუსზე 15 წუთის განმავლობაში.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |