Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

მდნარი ყველის წვნიანი სუხართან ერთად / mdnari yvelis wvniani suxartan ertad
2017-06-26, 8:26 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
500 გრამი შამპინიონები
50 მლ მზესუმზირის ზეთი
1 ცალი ხახვი
30 გრამი კარაქი
1.5 ლიტრი წყალი
200 გრამი მდნარი ყველი
50 გრამი ბაგეტი
ოხრახუში და მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:
1. ხახვი დაჭერით და ტაფაზე მოშუშეთ. დაუმატეთ გარეცხილი და დაჭრილი შამპინიონები. საშუალო დონის ცეცხლზე კვლავ 15 წუთის განმავლობაში შუშეთ. ის ცხიმი, რასაც სოკო გამოყოფს, უნდა მოიხარშოს. დაამატეთ მარილი.
2. ქვაბი წყლით აავსეთ. მიიყვანეთ ადუღებამდე. მასში გახეხილი მდნარი ყველი მოათავსეთ, აურიეთ. შამპინიონი და ხახვი ქვაბში გადაიტანეთ. ამზადეთ კიდევ 2-3 წუთი. დაუმატეთ კარაქი და დაჭრილი ოხრახუში. მოაყარეთ მარილი. გადმოდგით ცეცხლიდან.
3. ბაგეტი ან ბატონი კუბიკებად დაჭერით და საცხობ ტაფაზე მოათავსეთ. აცხვეთ ღუმელში 200 გრადუსზე 7 წუთის განმავლობაში. მიღებული სუხარი წვნიანთან ერთად მიირთვით.

გემრიელად მიირთვით!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: ninamzareuli | ტეგები: კულინარია, მზარეული, რეცეპტი, mzareuli, kulinaria, recepti, რეცეპტები, receptebi, როგორ მოვამზადო, rogor movamzado ნანახია: 1009 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]