მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
ორჯერ გამომცხვარი კარტოფილი - ნებისმიერი გულსართით გემრიელია / orjer gamomckhvari kartofili - nebismieri gulsartit gemrielia
2017-06-26, 8:06 PM |
შემადგენლობა:
კარტოფილი - 12 ცალი
გახეხილი ყველი, მაგარი სახეობის - 200 გ
არაჟანი - 0,5 ჭიქა
ნიორი - 1 კბილი
ზეითუნის ზეთი - 2 ს/კ
მწვანე ხახვი - დაჭრილი, 1 ს/კ
მარილი და პილპილი - გემოვნებით
მომზადების წესი:
კარგად გარეცხეთ კანიანი კარტოფილი გამდინარე წყალში, წაუსვით ზეითუნის ზეთი და შედგით 20-25 წუთი ღუმელში, სანამ არ დარბილდება.
გამოიღეთ და მაშინვე გაჭერით შუაზე. ჩაის კოვზით ფრთხილად ამოაცალეთ გული, ისე რომ გარსი მთელი დარჩეს.
ამოცლილი გული ჩაჭყლიტეთ ჩნგლით, დაუმატეთ გახეხეილი ყველი, არაჟანი, დაჭრილი მწვანე ხახვო, დაჭყლეტილი ნიორი, მარილი და პილპილი გემოვნებით, აურიეთ და ამოავსეთ კარტოფილის ნავები.
შედგით კვლავ ღუმელში, სანამ ზედაპირი არ დაიბრაწება.
გემრიელად მიირთვით!
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |