მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
ლიმონის წვენში შემწვარი ბადრიჯანი / limonis tsvenshi shemtsvari badrijani
2017-06-26, 7:50 PM |
შემადგენლობა:
ბადრიჯანი - 3 ცალი
ლიმონი - 1 ცალი
ნიორი - 1 კბილი
ზეითუნის ზეთი - 2 ს/კ
ქინძი - 1 პატარა კონა
მარილი
პილპილი
მომზადების წესი:
გაფცქვენით და წვრილად დაჭერით ნიორი. გაჭერით ლიმონი შუაზე და გამოწურეთ.
ბადრიჯანი დაჭერით პატარა კუბიკებად ან წრეებად.
მოხარკეთ ნიორი ზეითუნის ზეთში, დაუმატეთ ბადრიჯანი.
მოაყარეთ მარილი და წიწაკა.
ხრაკეთ ბადრიჯანი 15 წუთის განმავლობაში, თან უმატეთ ლიმონის წვენი.
შემწვარ ბადრიჯანს მოაყარეთ დაჭრილი ქინძი.
გემრიელად მიირთვით!
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |