Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ბანანის ტორტი შოკოლადის მუსით - ნეტარება / bananis torti shokoladis musit - netareba
2017-06-26, 7:40 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ფქვილი - 250 გ
კარაქი - (ბისკვიტისთვის) 125 გ
დაჭრილი ნუში - 50 გ
შაქარი - 100 გ
კვერცხი - 1 ცალი
შავი შოკოლადი - 200 გ
კარაქი - (შოკოლადის მუსისთვის), 50 გ
ნაღები - (შოკოლადის მუსისთვის), 50 მლ
ნაღების ყველი (”ფილადელფია” ან მასკარპონე) - 250 გ
შაქრის პუდრა - 100 გ
რომი - 2 ს/კ
მაღალპროცენტიანი ნაღები - მუსისთვის, 250 მლ
ბანანი - 3 ცალი

მომზადების წესი:
გაყინული კარაქი გახეხეთ მსხვილად, დაუმატეთ გაცრილი ფქვილი და ასრისეთ ფხვიერი მასის მიღებამდე. დაუმატეთ დანაყილი ნუში და შაქარი. შეათქვიფეთ კვერცხი.
მოზილეთ ცომი, გააკეთეთ გუნდა და მოათავსეთ მაცივარში 30 წუთით.
შემდეგ გამოიღეთ მაცივრიდან, გააბტყელეთ და მოათავსეთ ფორმაში და შედგით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20 წუთით.
შკოლადის მუსისთვის: ქვაბში ჩაასხით ნაღები, დადგით საშუალო ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. დაუმატეთ კარაქი და როგორც კი გადნება და ერთგვაროვან მასას მიიღებთ, გადმოდგით ცეცხლიდან.
დაუმატეთ ცხელ ნაღების მასაში შოკოლადი და აქტიურად ურიეთ, სანამ შოკოლადი არ დადნება და ერთგვაროვანი მასა არ გახდება. გააცივეთ. ცალკე ათქვიფეთ ნაღები ჰეროვანი, მკვრივი მასის მიღებამდე.
ცალკე ჯამში ათქვიფეთ ნაღების ყველი, შაქრის პუდრა და რომი, შეურიეთ შოკოლადის მასა. დაუმატეთ ათქვეფილი ნაღები.
ააწყვეთ ტორტი: გამომგცხვარ ფხვიერ ბისკვიტზე გაანაწილეთ რამდენიმე კოვზი მუსი, შემდეგ დაადეთ მთელ-მთელი და მსხვილად დაჭრილი ბანანი სპილასებურად. ზემოდან დაადეთ დარჩენილი შოკოლადის მასა, მოასწორეთ და მორთეთ, გახეხილი შოკოლადით.
შედგით ტორტი მაცივარში მინიმუმ 3 საათით. უმჯობესია - მთელი ღამით.

გემრიელად მიირთვით!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: ninamzareuli | ტეგები: კულინარია, მზარეული, რეცეპტი, mzareuli, kulinaria, recepti, რეცეპტები, receptebi, როგორ მოვამზადო, rogor movamzado ნანახია: 1129 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]