Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ტორტი - ოქროს გასაღები / torti - oqros gasaghebi
2017-06-26, 7:33 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
მოხარშული შესქელებული რძე - 1 ქილა

კრემი:
დაჭრილი ნიგოზი - 1 ჭიქა
კაკაო - 3 ს.კ
ფქვილი - 2.5 ჭიქა
თაფლი - 2 ს.კ
სოდა - 1 ჩ.კ
შაქარი - 1.5-2 ჭიქა
კვერცხი - 7
დარბილებული კარაქი - 200 გ
დაჭრილი ნიგოზი - 1 ჭიქა
ვანილი

მომზადების წესი:
კვერცხები და შაქარი ათქვიფეთ გათეთრებამდე. უნდა მიიღოთ ფუმფულა, ჰაეროვანი მასა. დაამატეთ 2 ს.კ ცხელ წყალში გახსნილი თაფლი, სოდა და კიდევ ათქვიფეთ. შემდეგ დაამატეთ გაცრილი ფქვილი და კაკაო, ნიგოზი და კვლავ კარგად აურიეთ. მიიღებთ არაჟნის სისქის ცომს. გაყავით სამად და გამოაცხეთ სამი ფირფიტა ქარალდჩაფენილ ფორმაში (დაახლოებით 25X35 სმ) 180-190 გრადუსზე.
კრემისთვის ათქვიფეთ კარაქი და ვანილი. ნაწილ-ნაწილ შეათქვიფეთ შესქელებული რძე და წაუსვით სამივე ფენას. კრემის შემდეგ ფენებს მოაყარეთ ნიგოზი.

გემრიელად მიირთვით!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: ninamzareuli | ტეგები: კულინარია, მზარეული, რეცეპტი, mzareuli, kulinaria, recepti, რეცეპტები, receptebi, როგორ მოვამზადო, rogor movamzado ნანახია: 1618 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]